მომავალ წელს უკრაინას ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად დაახლოებით $42 მლრდ-ის ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ საშემოდგომო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საერთაშორისო მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის გაძლებაში დაეხმარება. მომავალ წელს ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 21% იქნება. ჩვენ პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს, შეასრულოს ძირითადი სოციალური ვალდებულებები რომლებიცაა: პენსიების დარიგება, ექიმებისა და მასწავლებლებისთვის ხელფასების გადახდა და იმ ადამიანების დახმარება, რომლებსაც რუსეთმა სახლები გაუნადგურა", - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.
შმიგალმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მთლიან შეგროვებულ გადასახადს უსაფრთხოებისა და თავდაცვისკენ მიმართავს.