მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს ვაშლის სუბსიდირებაზე სახელმწიფომ ორჯერ მეტი ₾4,5 მლნ დახარჯა

ვაშლი

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებაზე 2024 წელს სახელმწიფომ 2023 წელთან შედარებით ორჯერ მეტი - 4 591 223 ლარი დახარჯა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

ამასთან, „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში 2024 წელს კომპანიების მიერ შესყიდული არასტანდარტული ვაშლის რაოდენობამ შეადგინა 45 976 ტონა საერთო ღირებულებით 12,4 მლნ ლარი, რაც ასევე 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ მეტია. კერძოდ, 2023 წელს, პროგრამის ფარგლებში გადამუშავდა 21 768 ტონა ვაშლი, რომლის მთლიანმა ღირებულებამ 6,8 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სახელმწიფომ სუბსიდიის სახით 2.2 მილიონი ლარი გასცა.

ცნობისთვის, პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას სახელმწიფო სუბსიდია მიიღო ხილის გადამმუშავებელმა იმ კომპანიებმა, რომლებიც 2024 წლის სექტემბრის დასაწყისიდან 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტული ვაშლი არანაკლებ 0.25 ლარად შეისყიდეს. სოფლის განვითარების სააგენტომ 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდია გასცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები