მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის ამერიკის ღია პირველობაზე 12,8 მილიონი დოლარის კოქტეილი “Honey Deuce” გაიყიდა

Honey Deuce კოქტეილის გაყიდვები

აშშ-ს ჩოგბურთის ასოციაციამ წლევანდელ ამერიკის ღია პირველობაზე 556 782 ცალი სპეციალური კოქტეილი “Honey Deuce” გაყიდა. იმის გათვალისწინებით, რომ თითო კოქტეილის ფასი 23 დოლარს შეადგენდა, მთლიანობაში შემოსავალმა 12,8 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 2023 წლის შედეგთან შედარებით 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

“Honey Deuce” მზადდება “Grey Goose-ის” არყისგან, ჟოლოს ლიქიორისგან, ლიმონათისა და ნესვის სამი ბურთულისგან, რომელთაც ჩოგბურთის ბურთის ფორმა აქვთ. კოქტეილი ადგილობრივი ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსშესანიშნაობად ითვლება და უკვე ფან-კულტურის მნიშვნელოვან გამოცდილებადაა აღქმული.

სამ კვირიანი ტურნირის მიმდინარეობისას მაჩვენებლები გაორმაგებულზე უფრო მეტია, ასე მაგალითად 2017 წელს 201 ათასი, ხოლო 2023 წელს 399 ათასი ერთეული სასმელი გაიყიდა. კოქტეილი იმდენად პოპულარულია, რომ “ბილი ჯინ კინგის სახელობის ეროვნულ საჩოგბურთო ცენტრში” სასმლის გამოსახულებით მერჩენდაიზები, მათ შორის მაისურები და კეპები იყიდება.

“Honey Deuce-ის” ფასი მოთხოვნასთან ერთად წლების მანძილზე იზრდებოდა. 2012 წელს მისი შეძენა 12 დოლარად იყო შესაძლებელი, დღევანდელ დღეს კი მისი ღირებულება 64%-ითაა გაზრდილი, მაშინ როცა მომხმარებლის ფასის ინდექსმა მხოლოდ 37%-ით მოიმატა.

აშშ-ს ჩოგბურთის ასოციაციის ინფორმაციით ტურნირის შემოსავალმა გასულ წელს 581 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც 514 მილიონი ბილეთების გაყიდვამ გამოიწვია. გამოდის, რომ სურსათისა და სასმელების, მათ შორის “Honey Duce-ის”, გაყიდვამ მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 2% შეადგინა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ US Open-ის ძირითადი შემოსავლის წყაროები ბილეთები, ტელეტრანსლაციები და სპონსორებია, რომელთა რაოდენობაც 24-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები