მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა

ლიბერთი
03.04.24 15:45
309

ათასწლეულის ფონდი აცხადებს 2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს უფროსკლასელთათვის.

კონკურსი 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციებისა და STEM განათლების პოპულარიზება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-17 წლის სკოლის მოსწავლეებს.

კონკურსში მონაწილე გუნდები წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ პროექტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში, ისეთ მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია, რობოტექნიკა, მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და კვება.

კონკურსანტების პროექტებს შეაფასებს დარგის ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში (STEM), რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში მიიღონ განათლება.

პროექტის მიზანია გამარჯვებულები დააკავშიროს წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, მათ შორის განამტკიცოს სამომავლო პარტნიორობა, გამოცდილებისა და ცოდნის მიღების მიზნით.

კონკურსის შესარჩევი ეტაპების შედეგად, გამოვლინდება სამი საუკეთესო გუნდი, რომელიც წარმოადგენს პროექტებს ინოვაციებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგში. პირველ ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობას ღებულობს აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, ასევე, მონაწილეობენ საერთაშორისო STEM პროექტებში, ხოლო ფინალისტი გუნდები ჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.

კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის ფონდი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი ბანკი.

კონკურსში დღეისათვის სამი ათასამდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

2024 წლის კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე აქ.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 აპრილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები