თიბისიმ კაპიტალმა ბიზნესპარტნიორებს 2024 წლის მაკროეკონომიკურ მოლოდინებთან ერთად 5 მთავარი თემა წარუდგინა. ეს ის მოვლენებია, რაც მათი შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ბიზნესკლიმატს განსაზღვრავს. მათ შორის არის: რთული გეოპოლიტიკური გარემო; არჩევნების ციებ-ცხელება მსოფლიოში; საქართველოში მიგრაციული ნაკადების ცვლილება, სამუშაო ძალის დეფიციტი; ასევე საპროცენტო განაკვეთები და ინფლაცია. საინვესტიციო ბანკის უახლესი პუბლიკაციის პრეზენტაციას ქვეყანაში მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომელთა მხრიდან ძირითადი აქცენტი სამუშაო ძალის დეფიციტის პრობლემასა და ქვეყნის ეკონომიკაზე მიგრანტების შემცირებული ნაკადის გავლენაზე გამახვილდა.