მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის NFL-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების რეიტინგი

NFL მწვრთნელების რეიტინგი

NFL-ის მწვრთნელები დღეს იმაზე მეტს იღებენ ვიდრე ოდესმე და შესაბამისადაც, გამარჯვება დღეს ყველაზე ძვირად ფასობს. აქედან გამომდინარე ამერიკულმა გამოცემა Sportico-მ გადაწყვიტა შეეკრიბა იმ მწვრთნელების სია, რომლებიც ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე, საიდანაც დადგინდა, რომ მინიმალური ანაზღაურება 9 მილიონ დოლარს შეადგენს.

კარგი ტენდენციაა ისიც, რომ გუნდები უფრო დიდ შანსს 45 წელს ქვემოთ მწვრთნელებს აძლევენ და არსებული 32 გუნდიდან 17-ის სათავეში სწორედ ასეთი ასაკობრივი კატეგორიის თავკაცები დგანან.
ამ ეტაპზე NFL მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ლიგაა, რომლის ღირებულებაც 20 მილიარდს შეადგენს, საიდანაც საშუალოდ თითო გუნდის ფასი 5,93 მილიარდი დოლარია, ხოლო მოგება, რომელსაც კლუბები ნახულობენ საშუალოდ 143 მილიონს აღწევს.

სიის სათავეში “კანზას სიტი ჩიფსის” ენდი რეიდია, რომელმაც უკანასკნელ 5 წელიწადში ქუოთერბექ პატრიკ მაჰოუმსთან ერთად სამჯერ შეძლო სუპერ ბოულის მოგება, რის შედეგადაც გასულ გაზაფხულზე 5 წლიანი 100 მილიონის ღირებულების კონტრაქტი დაიმსახურა. ხელშეკრულების თანახმად რეიდი წელიწადში 20 მილიონს გამოიმუშავებს, რაც ამერიკის კონტინენტზე ყველა სპორტის სახეობას შორის უმაღლესი მაჩვენებელია. ის არის ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც 100 გამარჯვება ორი ფრენჩაიზით მოიპოვა და პლეი-ოფის ეტაპს 25 მცდელობიდან 19-ჯერ მიაღწია.

გამოსარჩევი ფაქტია რეიდმა სიის სათავეში ბილ ბელიჩიკი ჩაანაცვლა, რომელიც “ნიუ ინგლენდ პატრიოტსს” 23 წლის განმავლობაში წვრთნიდა და ბოლოს მისი ანაზღაურება 25 მილიონს აღწევდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ჯამში 2024 წლის NFL-ის ხუთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელის რეიტინგი ასე გამოიყურება:
5. შონ მაქვაი - $15 მილიონი
კლუბი: “ლოს-ანჯელეს რამსი”

4-3(თანასაზიარო). ჯიმ ჰარბაუ - $16 მილიონი
კლუბი: “ლოს-ანჯელეს ჩარჯერსი”

4-3(თანასაზიარო). მაიკ ტომლინი - $16 მილიონი
კლუბი: “პიტსბურგ სტილერსი”

2. შონ პეიტონი - $18 მილიონი
კლუბ: “დენვერ ბრონკოსი”

1. ენდი რეიდი - $20 მილიონი
კლუბი: “კანზას სიტი ჩიფსი”

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები