2024 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში 13 257 მართვის მოწმობა გაიცა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია, ვინაიდან 2023 წლის იანვარ-ივნისში სულ 13 045 მართვის მოწმობა გაიცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში გაცემული მართვის მოწმობების (პირველადი) რაოდენობა 6 307-ს, ხოლო II კვარტალში 6 950-ს შეადგენდა.
მართვის მოწმობების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეებზეა გაცემული, თუმცა შსს-ს სტატისტიკაში ასევე არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა შორისაც რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირები ლიდერობენ.
უფრო დეტალურად, 6 თვის მონაცემებით მართვის მოწმობა გაცემულია: რუსეთის 49, ინდოეთის 21, ბელარუსის 12, თურქეთის 8, აზერბაიჯანის 7, უკრაინის 6, ირანის 2, გერმანიის 2, აშშ-ის 2, ისრაელის 2, ლიბანის 2, ყაზახეთის 1, ლატვიის 1 და ბრაზილიის 1 მოქალაქეზე.