მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის "სუპერბოულის" შესვენებაზე კენდრიკ ლამარი იმღერებს

კენდრიკ ლამარი სუპერბოულზე

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჰიპ-ჰოპ არტისტ კენდრიკ ლამარს მომავალ წელს დიდი ალბათობით კიდევ უფრო მეტი მსმენელი შეემატება.

მრავალ გზის გრემის გამარჯვებული მუსიკოსი 2025 წელს NFL-ის სუპერფინალურ შეხვედრაზე, სუპერბოულის შესვენების შოუზე იმღერებს. ამის შესახებ ინფორმაცია შემსრულებელმა საკუთარი ინსტაგრამი გვერდის საშუალებით გაავრცელა:

“რეპ მუსიკა დღემდე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე და თუ რატომ ამას მომავალი წლის სუპერბოულის შესვენების შოუზე შეიტყობთ. მათ ამისთვის სწორი არტისტი შეარჩიეს” - განაცხადა კენდრიკ ლამარმა.

შოუს წარმდგენია ხმის ჩამწერი სტუდია Roc Nation, რომლის დამფუძნებელიც ლეგენდარული არტისტი ჯეი ზია. მისი განცხადებით ლამარის დონის შემოქმედები თაობაში ერთხელ იბადებიან:

“მისი სიღრმისეული სიყვარული ჰიპ-ჰოპის მიმართ და კულტურაში გათვითცნობიერებულება აყალიბებს ხედვას, რომლის მსგავსი სხვას არ გააჩნია. კენდრიკს აქვს განუმეორებელი ძალა განსაზღვროს და გავლენა მოახდინოს კულტურაზე გლობალური მასშტაბით. მისი საქმიანობა მუსიკას სცდება და გავლენა საგრძნობი იქნება კიდევ მრავალი წლის განმავლობაში” - განაცხადა ლეგენდარულმა ჯეი ზიმ.

ცნობისთვის, სუპერ ბოულის შესვენების შოუზე მომღერლები ანაზღაურებას არ იღებენ, თუმცა მათი პოპულარობა რამდენიმე ათეულჯერ იზრდება. შესვენებაზე 30 წამიანი რეკლამის განთავსება დაახლოებით 7 მილიონი დოლარი ჯდება, რაც ღონისძიების პრესტიჟულობას ხაზს უსვამს.

შეგახსენებთ, რომ კენდრიკ ლამარმა სუპერ ბოულის შესვენების შოუზე 2022 წელს ისეთ დიდებულ არტისტებთან ერთად იმღერა, როგორებიც დოქტორ დრე, სნუპ დოგი, 50 ცენტი, ემინემი და მერი ჯეი ბლიჯი არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები