მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის ყველაზე ძვირად ღირებული ბეისბოლის გუნდები

ძვირად ღირებული ბეისბოლის კლუბები

ბეისბოლის უმაღლეს ლიგაში გასულ წელს გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, რამაც თამაშის დინამიკა უფრო აასწრაფა და ბევრად მოქნილი გახადა. შედეგად მივიღეთ დამსწრე მაყურებლის დიდი რაოდენობა, გაზრდილი სატელევიზიო რეიტინგები და რეკორდული სპონსორებისა და პარტნიორების რიცხვი.

MLB-ის გუნდის საშუალო ღირებულება 2,64 მილიარდი დოლარია, რომელშიც შედის კაპიტალი უძრავ ქონებაში და სპორტთან დაკავშირებული ბიზნესები, როგორიცაა რეგიონალური სპორტული ქსელები და მცირე ლიგის გუნდები.
კლუბების ღირებულება გასულ წელთან შედარებით 12%-ითაა გაზრდილი და 30-ვე უმაღლესი ლიგის გუნდის შემოსავალმა ჯამში 11,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. წელს რეკორდული რაოდენობის, 17 გუნდის თამაშს ჯამში დაესწრო 2,5 მილიონ გულშემატკივარზე მეტი, მათ შორის ლოს-ანჯელესური “დოდჯერსის” თამაშებს 3,8 მილიონი ადამიანი.

სასპონსორო შეთანხმებებში ლიდერობდნენ ფინანსური სერვისები და ტექნოლოგიური ფირმები, რადგან MLB-იმ გუნდებს მაისურების პატჩების პროგრამის დანერგვით, გასაყიდად შესანიშნავი აქტივი მისცა. მაისურების სასპონსორო შეთანხმების თვალსაზრისით “Red Sox-ი” გამოირჩევა, რომელსაც Mass Mutual-თან 10 წლიანი 170 მილიონის ღირებულების კონტრაქტი აქვს გაფორმებული, ხოლო ნიუ იორკული “Yankees-ი” კი Star Insurance-ისგან წელიწადში 25 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, კონტრაქტის ხანგრძლივობა კი 2030 წელსაც მოიცავს.

ფასის თვალსაზრისით ერთბაშად სამი გუნდის ღირებულებამ მოიმატა 20%-ზე მეტით. “Atlanta Braves-ი” ($3.4 მილიარდი) და “Houston Astros” ($3.21 მილიარდი) 24%-ით, ხოლო “Philadelphia Phillies-ის” ($3.03 მილიარდი) ღირებულება 23%-ით გაიზარდა

რაც შეეხება ყველაზე ძვირად ღირებულ ბეისბოლის კლუბებს, რეიტინგს ნიუ იორკული “Yankees-ი” ლიდერობს 7,93 მილიარდი დოლარით, მეორე ადგილზე ლოს-ანჯელესის “Dodgers-ია” 6,3 მილიარდით, ხოლო მესამე ადგილს კი ბოსტონის “Red Sox-ი” იკავებს 5,69 მილიონი დოლარით.

სურათს უფრო ფართოდ, რომ შევხედოთ “Yankees-ი” ყველაზე ძვირად ღირებულ სპორტულ კლუბებს შორის მესამე ადგილს იკავებს და ჩამორჩება NFL-ის დალასურ “Cowboys-ს” ($9,2 მილიარდი) და NBA-ის Golden State Wariors-ს ($8,2 მილიარდი).

ცნობისთვის მას შემდეგ, რაც ჯორჯ სტეინბრენერმა “Yankees-ი” 1973 წელს 8,8 მილიონი დოლარად შეიძინა კლუბის ღირებულება წლიური 14,3%-ით გაიზარდა, ხოლო მეორე ადგილს ჰიუსტონის “Astros-ის” მფლობელი ჯიმ კრეინი იკავებს, რომელმაც გუნდი 2011 წელს 610 მილიონ დოლარად შეიძინა და მისი წლიური ღირებულება 13,6%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები