მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წლის ყველაზე გამყარებული და გაუფასურებული ვალუტები - რეიტინგი

დოლარი ვალუტები

2024 წელს მსოფლიოს 153 ვალუტიდან აშშ დოლართან მიმართებით მხოლოდ 32 ვალუტა გამყარდა, 15 ქვეყნის ვალუტა უცვლელი დარჩა, რადგანაც ისინი დოლარზე არის მიბმული, ხოლო 106 ქვეყნის ვალუტა კი გაუფასურდა.

ამასთან, დოლართან მიმართებით გაუფასურდა ევრო (რომელიც 20 ქვეყნის ვალუტაა), ევრო 2024 წლის განმავლობაში აშშ დოლართან მიმართებით 5.65%-ით შემცირდა.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ წელს დოლართან მიმართებით უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ვალუტები გაუფასურდნენ - ჩინური იუანი 2.91%-ით, იაპონური იენი 10.64%-ით, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 1.09%-ით, კანადური დოლარი 8.47%-ით, მექსიკური პესო 16.53%-ით, რუსული რუბლი 12.52%-ით და თურქული ლირა 16%-ით.

რაც შეეხება ეროვნულ ვალუტა ლარს - 2024 წლის 1 იანვარს ერთი დოლარი 2.6897 ლარი ღირდა, დღეს კი მისი ღირებულება 2.7943 ლარს შეადგენს, რაც წლის განმავლობაში 3.74%-იანი გაუფასურებაა.

2024 წელს ყველაზე მეტად 21.1%-ით კენიური შილინგი გამყარდა, ასევე 10.72%-ით გამყარდა შრი-ლანკას რუპია, სალვადორის კოლონი კი 5.37%-ით გამყარდა აშშ დოლართან მიმართებით.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელი ქვეყნების ეროვნული ვალუტების შედეგებს 2024 წელს:

  • თურქული ლირა - გაუფასურდა დოლართან 16%-ით;
  • სომხური დრამი - გაუფასურდა დოლართან 10.38%-ით;
  • აზერბაიჯანული მანათი - გამყარდა დოლართან 1.84%-ით;
  • რუსული რუბლი - გაუფასურდა დოლართან 12.52%-ით;
  • უკრაინული გრივნა - გაუფასურდა დოლართან 8.84%-ით.
# ვალუტა ცვლილება 2024 წლის 1 იანვართან აშშ დოლართან მიმართებით
1 კენიური შილინგი 21.16%
2 შრი-ლანკური რუპია 10.72%
3 სალვადორული კოლონი 5.37%
4 ალბანური ლეკი 4.82%
5 უგანდური შილინგი 3.12%
6 ლესოთოს ლოტი 2.81%
7 მალაიზიური რინგიტი 2.75%
8 ლიბერიული დოლარი 2.40%
9 მაკედონური დენარი 1.85%
10 აზერბაიჯანული მანათი 1.84%
11 ნეპალური რუპია 1.54%
12 სიერა-ლეონური ლეონე 1.23%
13 პაკისტანური რუპია 1.02%
14 უზბეკური სუმი 0.82%
15 ტაილანდური ბატი 0.74%
16 ჰონკონგური დოლარი 0.72%
17 ბერმუდული დოლარი 0.72%
18 ლიბანური ფუნტი 0.71%
19 მალდივური რუფია 0.57%
20 კამბოჯური რიელი 0.45%
21 ჩრდილო კორეული ვონი 0.37%
22 მაკაუს პატაკა 0.33%
23 გვინეური ფრანკი 0.28%
24 დომინიკანური პესო 0.22%
25 ტონგური პაანგა 0.15%
26 მავრიტანული უგუია 0.14%
27 ერაყული დინარი 0.12%
28 გიბრალტარული ფუნტი 0.08%
29 იემენური რიალი 0.07%
30 ომანური რიალი 0.03%
31 ბოსნიური კონვერტირებადი მარკა 0.02%
32 გუატემალური კვეცალი 0.01%
33 მოზამბიკური მეტიკალი 0.00%
34 ყირგიზული სომი 0.00%
35 ემირატული დირჰამი 0.00%
36 საუდის არაბული რიალი 0.00%
37 ქატარული რიალი 0.00%
38 იორდანიული დინარი 0.00%
39 ბაჰრეინული დინარი 0.00%
40 ბარბადოსის დოლარი 0.00%
41 კუბური კონვერტირებადი პესო 0.00%
42 ლაოსური კიპი 0.00%
43 ნიკარაგუალური კორდობა 0.00%
44 გუიანური დოლარი 0.00%
45 ბჰუტანური ნგულტრუმი 0.00%
46 სამოური ტალა 0.00%
47 სოლომონის კუნძულების დოლარი 0.00%
48 მადაგასკარული არიარი -0.01%
49 გამბიური დალასი -0.05%
50 სერბული დინარი -0.08%
51 აღმოსავლეთ კარიბული დოლარი -0.09%
52 გერნსის ფუნტი -0.19%
53 ტანზანიური შილინგი -0.21%
54 ქუვეითური დინარი -0.31%
55 მონღოლური ტუგრიკი -0.34%
56 კომორის ფრანკი -0.35%
57 კონგოს ფრანკი -0.38%
58 სომალური შილინგი -0.57%
59 ლიბიური დინარი -0.64%
60 იამაიკური დოლარი -0.86%
61 ბრიტანული ფუნტი -1.09%
62 სებორგის ლუიჯინო -1.09%
63 თურქმენული მანათი -1.09%
64 მენის კუნძულების ფუნტი -1.09%
65 ტუვალუს დოლარი -1.09%
66 ირანული რიალი -1.20%
67 პერუანული სოლი -1.32%
68 სვაზილენდური ლილანგენი -1.53%
69 სამხრეთ აფრიკული რანდი -1.99%
70 პაპუა ახალი გვინეის კინა -1.99%
71 ბირმული კიატი -1.99%
72 კაბო-ვერდული ესკუდო -1.99%
73 ჰაიტური გურდი -2.04%
74 ისრაელური შეკელი -2.11%
75 კოსტა-რიკული კოლონი -2.19%
76 მაროკოული დირჰამი -2.24%
77 კაიმანის კუნძულების დოლარი -2.37%
78 ბოლივიური ბოლივიანო -2.47%
79 ინდური რუპია -2.47%
80 ჯიბუტური ფრანკი -2.47%
81 ჰონდურასული ლემპირა -2.69%
82 პარაგვაული გუარანი -2.76%
83 სინგაპურული დოლარი -2.77%
84 ბოტსვანური პულა -2.77%
85 ბურუნდიული ფრანკი -2.79%
86 ჩინური იუანი (რენმინბი) -2.91%
87 რუანდული ფრანკი -2.91%
88 ბელიზური დოლარი -2.97%
89 განური სედი -2.98%
90 ტუნისური დინარი -3.30%
91 ქართული ლარი -3.74%
92 ფილიპინური პესო -4.34%
93 პოლონური ზლოტი -4.40%
94 ბულგარული ლევი -4.48%
95 ვიეტნამური დონგი -4.64%
96 ისლანდიური კრონა -4.71%
97 ჯერსის ფუნტი -4.91%
98 კუბური პესო -4.93%
99 ინდონეზიური რუპია -5.02%
100 ვანუატუს ვატუ -5.41%
101 დანიური კრონა -5.46%
102 სეიშელის რუპია -5.46%
103 ბრუნეური დოლარი -5.51%
104 სან-ტომეს დობრა -5.56%
105 რუმინული ლეუ -5.62%
106 ფიჯიური დოლარი -5.65%
107 სურინამული დოლარი -5.65%
108 CFA ფრანკი -5.65%
109 ცენტრალური აფრიკის CFA ფრანკი (BEAC) -5.65%
110 ერიტრეული ნაკფა -5.65%
111 ტრინიდადული დოლარი -5.65%
112 ევრო -5.65%
113 ალჟირული დინარი -5.65%
114 ყაზახური ტენგე -5.65%
115 ტაჯიკური სომონი -5.89%
116 ანგოლური კვანზა -6.37%
117 მალავიური კვაჩა -6.46%
118 ტაივანური ახალი დოლარი -6.54%
119 ეთიოპიური ბირი -6.71%
120 შვეიცარიული ფრანკი -6.72%
121 სუდანური ფუნტი -7.29%
122 ჩეხური კრონა -7.53%
123 მოლდოვური ლეუ -7.71%
124 ურუგვაული პესო -7.73%
125 შვედური კრონა -8.23%
126 კანადური დოლარი -8.47%
127 არუბული გულდენი -8.52%
128 ბანგლადეშური ტაკა -8.53%
129 ავსტრალიური დოლარი -8.79%
130 ზამბიური კვაჩა -8.79%
131 უკრაინული გრივნა -8.84%
132 ნორვეგიული კრონა -10.37%
133 სომხური დრამი -10.38%
134 ავღანური ავღანი -10.55%
135 იაპონური იენი -10.64%
136 ახალი ზელანდიური დოლარი -10.82%
137 ჩილეს პესო -11.08%
138 უნგრული ფორინტი -11.87%
139 კოლუმბიური პესო -12.10%
140 სამხრეთ კორეული ვონი -12.13%
141 რუსული რუბლი -12.52%
142 პანამური ბალბოა -12.76%
143 ბაჰამური დოლარი -13.21%
144 თურქული ლირა -16.06%
145 მექსიკური პესო -16.53%
146 მავრიკული რუპია -18.36%
147 არგენტინული პესო -21.39%
148 ბრაზილიური რეალი -21.74%
149 ვენესუელის ბოლივარი -30.60%
150 ბელარუსული რუბლი -30.60%
151 ეგვიპტური ფუნტი -39.18%
152 ნიგერიული ნაირა -41.75%
153 ნამიბიური დოლარი -55.57%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები