მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ბეისბოლის მოთამაშეები

ბეისბოლის მოთამაშეები

უმაღლეს ბეისბოლის ლიგაში (MLB) ყველაზე ძვირად ღირებული კლუბი ისტორიული “New York Yankees-ია”, რომლის ფასიც 7,93 მილიარდ დოლარს აღწევს, თუმცა ლიგაში ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშეები სულ სხვა კლუბის ღირსებას იცავენ.

“Los-Angeles Dodgers-მა” გასულ ზამთარს ორი რეკორდული რაოდენობის კონტრაქტი გააფორმა, ორ იაპონელ სპორტსმენთან, რომლებიც საკუთარი ლიგების საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ, ხოლო იაპონიას კი WBC კლასიკზე ოქროს მედალი მოუტანეს. საუბარია შოჰეი ოტანსა და იოშინობუ იამამოტოზე, რომლებიც უკვე თანაგუნდელები არიან და ჯამში მათი ხელფასის ოდენობა 127 მილიონ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ოტანი კუთვნილი 67 მილიონიდან წელიწადში მხოლოდ ორ მილიონს მიიღებს კლუბისგან დანარჩენს კი სპონსორები გადაუხდიან, ხოლო იამამოტოს “Dodgers-ი” 55 მილიონს გადაუხდის და ამას გარდა კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ ბონუსად დამატებით 50 მილიონიც მიიღო.

ოტანის კონტრაქტი ყველა სპორტის ისტორიაში უდიდესია, ის ათ წელზეა გათვლილი რა დროშიც 700 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს, თუმცა კონტრაქტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ თანხის 97%-ს ოტანი დაგვიანებით მიიღებს. შეთანხმების თანახმად იაპონელი მოთამაშე წელიწადში 68 მილიონ დოლარს 2034-დან 2043 წლამდე გამოიმუშავებს. სპონსორებისგან გამომუშავებული 65 მილიონი ის თანხაა, რაც ოტანის სიის სათავეში აქცევს, მაშინ როდესაც მოედანს მიღმა გამომუშავებული თანხებით ბეისბოლში მხოლოდ 7 მილიონი დოლარით მეორე ადგილს ბრაის ჰარპერი იკავებს. იაპონელი ბეისბოლის მოთამაშე სპორტული ტანსაცმელების ბრენდის “New Balance-ის” ერთ-ერთი მთავარი სახეა და ლოს-ანჯელესურ კლუბში გადასვლით მას უფრო დიდი შანსი მიეცემა მსოფლიო სერიის მოგების, რადგან “Dodgers-ი” მიმდინარე სეზონის უმთავრესი ფავორიტია.

რაც შეეხება მეორე ადგილოსან იამამოტოს მან “Los-Angeles Dodgers-თან” 12 წლიანი კონტრაქტი გააფორმა რა დროშიც 325 მილიონ დოლარს მიიღებს, ხოლო კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ გუნდმა მოთამაშეს ბონუსად 50 მილიონიც გადაურიცხა. რაც შეეხება სასპონსორო შემოსავალს იამამოტო წლიურად 5 მილიონ დოლარს მიიღებს ისეთი ბრენდებისგან, როგორებიც Nike-ი, Fanatics-ი და სხვადასხვა იაპონური კომპანიები არიან.

MLB-ის 15 ყველაზე ძვირაფასი მოთამაშის ანაზღაურება 2024 წელს 647 მილიონ დოლარს აღწევს, რაც 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია 2023 წელთან შედარებით. მთლიანობაში მოედნის მიღმა გამომუშავებული თანხები შემოსავლის მხოლოდ 16%-ს შეადგენს და თუკი შოჰეი ოტანის სასპონსორო შემოსავლებსაც გამოვრიცხავთ რიცხვი 7%-მდე ჩამოვა. 15-დან 5 გუნდია ისეთი, რომლის შემადგენლობიდანაც ერთზე მეტი მოთამაშე მოხვდა მათ შორის სამ-სამი “New York Yankees-დან” (Aaron Judge, Gerrit Cole, Juan Soto) და “Texas Rangers-დან” (Max Scherzer, Jacob deGrom, Corey Seager).

2017 წლის შემდეგ ბეისბოლში ხელფასების ოდენობა 10%-ით გაიზარდა და დღეს საშუალო ბეისბოლისტის ხელფასი 26 მილიონ დოლარს შეადგენს. ცალკე აღნიშვნის ღირსია “ბორასის კორპორაცია”, რომლის კლიენტებიც სიის 60%-ს შეადგენენ.

მთლიანობაში 2024 წლის 5 ყველაზე მაღალ შემოსავლიანი მოთამაშის რეიტინგი ასე გამოიყურება:

5. ჯასტინ ვერლანდერი - 44,5 მილიონი დოლარი
გუნდი: “Houston Astros”

4. აარონ ჯაჯი - 46 მილიონი დოლარი
გუნდი: “New York Yankees”

3. მაქს შერცერი - 54 მილიონი დოლარი
გუნდი: “Texas Rangers”

2. იოშინობუ იამამოტო - 60 მილიონი დოლარი
გუნდი: “Los Angeles Dodgers”

1. შოჰეი ოტანი - 67 მილიონი დოლარი
გუნდი: “Los Angeles Dodgers”

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები