ქალთა სპორტის სატელევიზიო რეიტინგები, დასწრებადობა, შემოსავლები, სპონსორების რაოდენობა და ფრენჩაიზთა ღირებულება ყველა მიმართულებით იზრდება. 2024 წელს 15 ყველაზე შემოსავლიანი ქალი სპორტსმენის შემოსავლებმა 221 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 27%-ით მეტია. 11-მა სპორტსმენმა გადააჭარბა 10 მილიონ დოლარს, მაშინ როცა შარშან ასეთი ათლეტების რაოდენობა მხოლოდ ექვსს აღწევდა.
შემოსავლებში შედის ხელფასები, საპრიზო თანხები და ბონუსები, მათ შორის ოლიმპიური თამაშებიდან და ბილი ჯინ კინგის თასის გათამაშებიდან. Sportico-ს თხუთმეტეულში სპორტსმენები სულ 5 სხვადასხვა სახეობიდან მოხვდნენ, საიდანაც 9 ჩოგბურთელია, სამი გოლფერი და თითო-თითო კალათბურთელი (კეიტლინ კლარკი), ტანმოვარჯიშე (სიმონა ბაილსი) და მოციგურავე (ეილენ გუ).
ზედიზედ მეორე წელია სიის სათავეში რეიტინგის პირველი ნომერი კოკო გაუფია 30,4 მილიონი დოლარით. ნაომი ოსაკასა და სერენა უილიამსის შემდეგ ის არის მესამე ქალი ჩოგბურთელი ვისმა წლიურმა შემოსავალმაც 30 მილიონს გადააჭარბა. გაუფმა წელს სამი ტიტული მოიგო, რომელთა შორის გამოსარჩევია WTA-ის ფინალი ერრიადში, სადაც ქალთა საჩოგბურთო ისტორიაში უდიდესი თანხა 4,8 მილიონი დოლარი გათამაშდა. კორტებზე მან 9,4 მილიონი მიიღო, ხოლო ორჯერ და უფრო მეტი სასპონსორო შეთანხმებებიდან. ისედაც ღრმა პორტფოლიოს მან ორი ახალი შეთანხმება დაამატა მათ შორის თავის მოვლის ბრენდ L’Oreal-თან და გამაგრილებელ სასმელ Naked-თან.
მთლიანობაში გამოცემა Sportico-ს 2024 წლის 5 ყველაზე შემოსავლიანი ქალი სპორტსმენების რეიტინგი ასე გამოიყურება:
5. არინა საბალენკა (ჩოგბურთი) - $17,7 მილიონი
4. ჟენგ ქინვენი (ჩოგბურთი) - $20,6 მილიონი
3. იგა შვიონტეკი (ჩოგბურთი) - $21,4 მილიონი
2. ეილენ გუ (ციგურაობა) - $22,1 მილიონი
1. კოკო გაუფი (ჩოგბურთი) - $30,4 მილიონი