მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს აზოტოვანი სასუქების ექსპორტი $132.3 მილიონამდე გაიზარდა - სად ვყიდით?

აზოტოვანი სასუქები

2025 წელს საქართველოს აზოტოვანი სასუქების ექსპორტით მიღებული შემოსავალი გაეზარდა. წლის განმავლობაში ქვეყნიდან 132.3 მლნ დოლარის ღირებულების 423 663 ტონა მინერალური სასუქი გავიდა ექსპორტზე. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტი 11%-ით გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ აზოტოვანი სასუქები ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ადგილობრივად წარმოებული პროდუქტია, რომელიც 2025 წლის მონაცემებით, საექსპორტო საქონლის რეიტინგში 3.9%-იანი წილით მერვე ადგილს იკავებს. ქართული აზოტოვანი სასუქების ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირდა, როცა სხვადასხვა ქვეყანაში 281.4 მლნ დოლარის ღირებულების 462 215 ტონა სასუქი გადაიზიდა, ამის შემდეგ ექსპორტი შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა, რაც გლობალურ ბაზარზე აზოტოვანი სასუქების ფასების შემცირებით იყო განპირობებული.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს საქართველოდან სასუქების საექსპორტო საშუალო ფასი 1 ტონაზე 288 დოლარი იყო, 2025 წელს კი საქონლის ღირებულება 311 დოლარამდე გაიზარდა.

საქართველოში წარმოებული აზოტოვანი სასუქების მთავარი სარეალიზაციო ბაზარი ევროპის ქვეყნებია. 2025 წელს ყველაზე დიდი მოცულობები რუმინეთში გადაიზიდა. საექსპორტო ქვეყნების TOP-10-ეული კი ასეთია:

  1. რუმინეთი - $34.2 მლნ, 114 341 ტონა;
  2. ესპანეთი - $13 მლნ, 45 267 ტონა;
  3. ტანზანია - $10.6 მლნ, 31 800 ტონა;
  4. ნამიბია - $8.8 მლნ, 26 450 ტონა;
  5. ინდოეთი - $8.3 მლნ, 28 440 ტონა;
  6. ლიეტუვა - $8.2 მლნ, 28 600 ტონა;
  7. პერუ - $8.1 მლნ, 20 750 ტონა;
  8. უკრაინა - $7 მლნ, 21 579 ტონა;
  9. განა - $6.1 მლნ, 14 300 ტონა;
  10. იტალია - $5.5 მლნ, 20 090 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები