მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს დავების საბჭომ საჩივრების 73% არ დააკმაყოფილა - სტატისტიკა სამართლებრივი ფორმების მიხედვით

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის სტატისტიკური ანგარიში აჩვენებს, რომ მომჩივანთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის დავა უშედეგოდ დასრულდა. დოკუმენტის თანახმად, საბჭომ საანგარიშო პერიოდში სულ 1521 საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება, საიდანაც საჩივრების უდიდესი ნაწილი არ დაკმაყოფილდა.

2025 წელს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სტატისტიკა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • უარი დაკმაყოფილებაზე: საქმეების 73%-ში (1115 საჩივარი) მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
  • ნაწილობრივი ან სრული დაკმაყოფილება: მომჩივანთა სასარგებლოდ გადაწყვეტილება მხოლოდ 18%-ში (276 საჩივარი) იქნა მიღებული.
  • განუხილველი საჩივრები: საქმეების 9% (130 საჩივარი) საბჭომ საერთოდ არ განიხილა სხვადასხვა პროცედურული დარღვევის ან დავის შეწყვეტის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად საჩივრების 73% არ დაკმაყოფილდა, სადავო თანხების ჭრილში სურათი ოდნავ განსხვავებულია. სადავო თანხების მიხედვით, მომჩივნებმა უარი მიიღეს მოთხოვნილი მოცულობის 68%-ზე. ჯამში, 2025 წელს სადავო თანხამ 720 მილიონი ლარი შეადგინა

საანგარიშო პერიოდში საბჭომ სულ 64 სხდომა გამართა. 2025 წელს რეგისტრირებული საჩივრების საერთო რაოდენობა კი 1671-ს შეადგენდა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ სახელმწიფოსთან სამართლებრივ დავებში ყველაზე ხშირად კერძო სექტორია ჩართული:

  • მომჩივნების 67%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები (შპს) წარმოადგენენ.
  • 30% მოდის ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებზე.
  • მხოლოდ 2% იყო სააქციო საზოგადოებების მიერ შეტანილი საჩივრები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები