2025 წლის განმავლობაში მსოფლიოს სავალუტო ბაზარზე აშშ დოლართან მიმართებით ყველაზე მეტად - 35%-ით რუსული რუბლი გამყარდა. თუკი 1 იანვარს ერთი დოლარი 113 რუბლი ღირდა, ამჟამად ის 81 რუბლი ღირს.
ამასთან, წლის დასაწყისამდე არსებული მოლოდინის საპირისპიროდ, რაც დოლარის გამყარებას პროგნოზირებდა, აშშ დოლარი პირიქით გაუფასურდა, რაც ტარიფების დაწესების შესახებ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება. შედეგად ევრო დოლართან მიმართებით 5.25%-ით გამყარდა. ევროსთან ერთად დოლართან გამყარდა ყველა იმ ქვეყნის ვალუტაც, რომლებიც ევროსთან არის პეგირებული. დოლართან 4.86%-ით გამყარდა მექსიკური პესოც, ასევე გამყარდა შვეიცარიული ფრანკიც, იაპონური იენიც და ჩინური იუანიც.
ქართული ლარი კი აშშ დოლართან მიმდინარე წლის 1 იანვრის კურსთან შედარებით 1%-ით გამყარდა.
რაც შეეხება ყველაზე გაუფასურებულ ვალუტებს - 1 იანვართან შედარებით, 20.3%-ით გაუფასურდა ვენესუელას ბოლივარი, 9.65% დაკარგა დოლართან ტანზანიურმა შილინგმა, ლიბერიული დოლარი კი 8%-ით გაუფასურდა.
აშშ დოლართან მიმართებით 2025 წლის განმავლობაში ყველაზე გამყარებული/გაუფასურებული ვალუტების რეიტინგი
| ვალუტა | გამყარება/გაუფასურება დოლართან |
| რუსული რუბლი | 34.92% |
| შვედური კრონა | 9.56% |
| უნგრული ფორინტი | 9.16% |
| ბრაზილიური რეალი | 8.73% |
| კოლუმბიური პესო | 8.09% |
| პოლონური ზლოტი | 7.86% |
| ჩილეს პესო | 7.78% |
| ნორვეგიული კრონა | 7.70% |
| ჩეხური კრონა | 6.13% |
| იაპონური იენი | 5.90% |
| რუმინული ლეუ | 5.46% |
| სერბული დინარი | 5.38% |
| ყაზახური ტენგე | 5.25% |
| კაბო-ვერდეს ესკუდო | 5.25% |
| კომორული ფრანკი | 5.25% |
| ბულგარული ლევი | 5.25% |
| ბოსნიური კონვერტირებადი მარკა | 5.25% |
| ევრო | 5.25% |
| CFA ფრანკი | 5.25% |
| ცენტრალური აფრიკის CFA ფრანკი BEAC | 5.25% |
| CFP ფრანკი | 5.25% |
| დანიური კრონა | 5.17% |
| მექსიკური პესო | 4.86% |
| მაკედონიური დენარი | 4.84% |
| მაროკოს დირჰამი | 4.82% |
| სამხრეთაფრიკული რანდი | 4.42% |
| ნამიბიური დოლარი | 4.42% |
| ბასოთოს ლოტი | 4.42% |
| სვაზილენდის ლილანგენი | 4.42% |
| სან-ტომეს დობრა | 4.21% |
| ისლანდიური კრონა | 3.93% |
| მავრიკიული რუპია | 3.91% |
| ახალი ზელანდიის დოლარი | 3.86% |
| ბრიტანული გირვანქა სტერლინგი | 3.61% |
| ტუნისური დინარი | 3.51% |
| ავსტრალიური დოლარი | 3.01% |
| ტუვალუური დოლარი | 3.01% |
| პერუს სოლი | 2.98% |
| ბოცვანური პულა | 2.85% |
| სინგაპურული დოლარი | 2.68% |
| ბრუნეული დოლარი | 2.68% |
| ურუგვაული პესო | 2.61% |
| შვეიცარიული ფრანკი | 2.56% |
| ლიბიური დინარი | 2.27% |
| სამხრეთკორეული ვონი | 2.23% |
| ტაილანდური ბაჰტი | 2.21% |
| საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპეციალური გამყვანი უფლებები | 2.14% |
| ფიჯის დოლარი | 2.10% |
| ალბანური ლეკი | 2.04% |
| ალჟირული დინარი | 1.92% |
| კოსტა-რიკული კოლონი | 1.83% |
| ჩინური იუანი (ოფშორული) | 1.49% |
| ფილიპინური პესო | 1.48% |
| მოლდოვური ლეუ | 1.40% |
| მალაგასიური არიარი | 1.23% |
| იემენის რიალი | 1.17% |
| სომხური დრამი | 1.11% |
| ქართული ლარი | 1.09% |
| ჩინური იუანი | 0.92% |
| ლაოსური კიპი | 0.92% |
| კამბოჯური რიელი | 0.65% |
| ეგვიპტური გირვანქა | 0.65% |
| კანადური დოლარი | 0.61% |
| მალაიზიური რინგიტი | 0.56% |
| მავრიტანული უგია | 0.45% |
| სამოური ტალა | 0.43% |
| გამბიური დალასი | 0.40% |
| უგანდური შილინგი | 0.39% |
| უკრაინული გრივნა | 0.32% |
| თურქმენული მანათი | 0.30% |
| ლიბანური ფუნტი | 0.17% |
| ბოლივიური ბოლივიანო | 0.14% |
| ქუვეითური დინარი | 0.13% |
| მალავიური კვაჩა | 0.12% |
| ნიგერიული ნაირა | 0.12% |
| ტრინიდადის დოლარი | 0.11% |
| ბელიზური დოლარი | 0.11% |
| სომალიური შილინგი | 0.09% |
| გუატემალური კეცალი | 0.09% |
| ნიკარაგუის კორდობა | 0.09% |
| ერაყული დინარი | 0.06% |
| სუდანური გირვანქა | 0.05% |
| ბირმული კიათი | 0.01% |
| ბელარუსული რუბლი | 0.01% |
| ანგოლური კვანზა | 0.00% |
| გვინეური ფრანკი | 0.00% |
| ჩრდილოკორეული ვონი | 0.00% |
| აზერბაიჯანული მანათი | 0.00% |
| ამერიკული დოლარი | 0.00% |
| არაბეთის გაერთიანებული საამიროების დირჰამი | 0.00% |
| საუდის რიალი | 0.00% |
| კატარული რიალი | 0.00% |
| იორდანიული დინარი | 0.00% |
| ბაჰრეინული დინარი | 0.00% |
| ბარბადოსული დოლარი | 0.00% |
| კუბური კონვერტირებადი პესო | 0.00% |
| ბერმუდული დოლარი | 0.00% |
| პანამური ბალბოა | 0.00% |
| სალვადორული კოლონი | 0.00% |
| ბაჰამის დოლარი | 0.00% |
| არუბული ან ჰოლანდიური გულდენი | 0.00% |
| ერიტრეის ნაქფა | 0.00% |
| სებორგის ლუიჯინო | 0.00% |
| სირიული გირვანქა | 0.00% |
| ომანის რიალი | 0.00% |
| ჯიბუტის ფრანკი | -0.01% |
| გაიანური დოლარი | -0.01% |
| მალდივური რუფია | -0.02% |
| მაკაუს პატაკა | -0.03% |
| ჰონკონგური დოლარი | -0.03% |
| კუბური პესო | -0.03% |
| აღმოსავლეთ კარიბიული დოლარი | -0.03% |
| კენიური შილინგი | -0.03% |
| სიერა-ლეონეს ლეონი | -0.04% |
| მოზამბიკური მეტიკალი | -0.04% |
| იამაიკური დოლარი | -0.16% |
| ვიეტნამური დონგი | -0.17% |
| ჰაიტური გურდი | -0.18% |
| ბურუნდული ფრანკი | -0.22% |
| კონგოს ფრანკი | -0.22% |
| ავღანური აფღანი | -0.24% |
| ტაჯიკური სომონი | -0.28% |
| ჰოლანდიური გულდენი | -0.28% |
| ისრაელის შეკელი | -0.30% |
| სეიშელის რუპია | -0.37% |
| ტონგანური პაანგა | -0.51% |
| პაკისტანური რუპია | -0.52% |
| ირანული რიალი | -0.52% |
| კაიმანის კუნძულების დოლარი | -0.53% |
| ტაივანის ახალი დოლარი | -0.60% |
| ჰონდურასის ლემპირა | -0.61% |
| ინდონეზიური რუპია | -0.68% |
| უზბეკური სუმი | -0.82% |
| ყირგიზული სუმი | -1.03% |
| ეთიოპიური ბირი | -1.09% |
| შრი-ლანკური რუპია | -1.16% |
| მონღოლური ტუგრიკი | -1.17% |
| ნეპალური რუპია | -1.29% |
| ინდური რუპია | -1.29% |
| ბუტანის ნგულტრუმი | -1.29% |
| სოლომონის კუნძულების დოლარი | -1.31% |
| პარაგვაული გუარანი | -1.63% |
| ბანგლადეშური ტაკა | -1.68% |
| ვანუატუს ვატუ | -1.77% |
| რუანდული ფრანკი | -1.98% |
| ზამბიური კვაჩა | -2.22% |
| დომინიკური პესო | -2.71% |
| სურინამული დოლარი | -2.98% |
| პაპუა-ახალი გვინეის კინა | -3.16% |
| არგენტინული პესო | -3.50% |
| თურქული ლირა | -3.54% |
| ზიმბაბვეს დოლარი | -4.34% |
| განური სედი | -5.18% |
| ლიბერიული დოლარი | -7.96% |
| ტანზანიური შილინგი | -9.65% |
| ვენესუელის ბოლივარი | -20.35% |




























