სემეკის ინფორმაციით, 2025 წელს ექსპლუატაციაში ოთხი ჰიდროელექტროსადგური და მზის ექვსი ელექტროსადგური შევიდა. მათი ჯამური დადგმული სიმძლავრე 87 მგვტ-ია. აქედან ყველაზე დიდი სადგური 53 მგვტ-ია (მტკვარი ჰესი), ხოლო დანარჩენი მცირე სიმძლავრის სადგურებია.
2025 წელს ექსპლუატაციაში შესული სადგურებია:
- მტკვარი ჰესი 53;
- ბასრა ჰესი 1 - 11.8 ;
- ბასრა ჰესი 3 - 3.9;
- კასლეთი ჰესი 1 - 7.5;
- კასპის მზის ელ.სადგური - 2;
- ხირსას მზის ელ.სადგური - 1.8;
- ჯუგაანის მზის ელ.სადგური 1.8;
- გამარჯვების მზის ელ.სადგური - 1.8;
- ქედის მზის ელ.სადგური - 1.8;
- ქისტაურის მზის ელ.სადგური - 1.8;
შარშან სახელმწიფო ელექტროსისტემას მზის სადგურები (ჯამში 10.8 მგვტ) პირველად დაემატა. ამ ეტაპზე საქართველოს ენერგოსისტემაში წარმოდგენილია ჰიდრო, თბო და ქარის ელექტროსადგურები, რომელთა ჯამური სიმძლავრე 4 716 მეგავატს შეადგენს.




























