მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წელს ₾9.2 მილიონის ტენდერები შეწყდა|რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა?

ტენდერი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წლიური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს 9 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერებში გამოვლინდა დარღვევები.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, სამსახურის მიერ ჩატარებული რეალურ დროში აუდიტების ფარგლებში განხორციელებული შესწავლის შედეგად სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზებისა და არასწორად განსაზღვრული საჭიროებების გამო 9.2 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი შეწყდა.

აღსანიშნავია, რომ ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 36.5 მლნ ლარი შეადგინა. ეს ძირითადად საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებია.

დარღვევის კატეგორია

თანხა

შესყიდვების მართვა

9 მლნ ლარი

აქტივების მართვა

4.3 მლნ ლარი

საბიუჯეტო რესურსების მართვა

23.2 მლნ ლარი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები