მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს IT სექტორის საგარეო შემოსავალი 67%-ით გაიზარდა - რამდენად მდგრადია დარგის ზრდა?

IT სექტორი სწრაფი ტემპებით ზრდას აგრძელებს. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 2025 წელს 1,15 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 67%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. IT სექტორის წარმომადგენლები ზრდის კონკრეტულ მიზეზებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოში შექმნილ IT პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია. თუმცა დარგის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ შემოსავლების გარკვეული ნაწილი კვლავ მიგრანტების რელოკაციას უკავშირდება, ამიტომ შესაძლოა, მომავალში ზრდის ტემპი მდგრადი არ იყოს. ამასთან, როგორც ირკვევა, დარგისთვის გამოწვევა აღმოჩნდა 1 მარტიდან ამოქმედებული ცვლილებები, რომლის თანახმად, საქართველოში უცხოელების დასაქმება გართულდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები