მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური ზრდა 5.4%-მდე შენელდება - ADB

ADB

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროგნოზით, 2025 წელს კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური ზრდა 5.4%-მდე შენელდება, 2024 წელს არსებული 5.7%-იანი ზრდის შემდეგ.

როგორც ADB-ის განახლებულ ეკონომიკურ მიმოხილვაშია ნათქვამი, 2026 წელს რეგიონის ზრდის ტემპის შენელება 5%-მდეა მოსალოდნელი, რაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის შეფასებით, სუსტი საგარეო მოთხოვნითაა განპირობებული.

როგორც ADB-ის ანგარიშშია აღნიშნული, მოსალოდნელია, რომ სომხეთში წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი 5%-მდე შენელდება, რაც კერძო მოხმარების შესუსტებას უკავშირდება. მაგალითად, ყირგიზეთის შემთხვევაში კი საფინანსო ორგანიზაცია ზრდის დაჩქარებას ელის, რაც ქვეყანაში მრეწველობის და მომსახურების სექტორების მაღალი ზრდით იქნება განპირობებული.

საქართველოს შემთხვევაში კი როგორც ცნობილია, აზიის განვითარების ბანკი 2025 წელს 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის, 2026 წელს კი ზრდის ტემპის 5%-მდე შენელებას ვარაუდობს, რაც მომსახურებისა და ფულადი გზავნილების შემცირებას უკავშირდება.

ADB-ის პროგნოზი კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებისთვის 2025 წლისთვის ასეთია:

  • სომხეთი 5%
  • აზერბაიჯანი 3.4%
  • საქართველო 6%
  • ყაზახეთი 4.9%
  • ყირგიზეთი 8.5%
  • ტაჯიკეთი 7.4%
  • თურქმენეთი 6.5%
  • უზბეკეთი 6.6 %

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები