მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს მეიჯარეებმა 625 მლნ ლარი მიიღეს - ქირიდან შემოსავლით 43 350-მა პირმა ისარგებლა

თბილისი

2024 წლის განმავლობაში უძრავი ქონების იჯარიდან მოქალაქეთა მიერ მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა 625 მილიონი ლარი შეადგინა - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის სტატისტიკიდან ირკვევა. უწყების თანახმად, ეს საიჯარო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 13%-ით, ანუ 73 მილიონი ლარით მეტია.

სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში საიჯარო შემოსავალი 43,350 პირს დაუფიქსირდა, რაც წლიურად 2,159 მეიჯარით არის გაზრდილი (მატება 5%).

რაც შეეხება საშუალო შემოსავლებს - ერთი მეიჯარის საშუალო შემოსავალი გასულ წელს თვეში 1201 ლარს (441 დოლარს) შეადგენდა, რაც 2024 წელთან შედარებით 8%-ით გაიზარდა.

შემოსავლების სამსახურის სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ იმ პირთა შემოსავლებს, რომლებსაც იჯარის ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. ეს შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახლის იჯარა, ასევე საოფისე თუ კომერციული ფართების საიჯარო ხელშეკრულებები, რომლებიც ოფიციალურად არის გაფორმებული. თუმცა არსებობენ სავარაუდოდ ასობით მეიჯარეები, რომლებიც იჯარის შემოსავალს მხოლოდ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე იღებენ და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადს არ იხდიან. შესაბამისად, ისინი ამ სტატისტიკაში არ შედიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები