მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს მიკროსაფინანსოების ზრდის ტემპი დაჩქარდა - რა მაჩვენებლებით ასრულებს წელს სექტორი

2025 წელს მიკროსაფინანსო სექტორის ზრდის ტემპი დაჩქარდა. “კრისტალისა” და “ემბისისმიკრობანკად გარდაქმნის შემდეგ, ბაზარზე გამოთავისუფლებული ნიშის ათვისებას, მიკროსაფინანსო სეგმენტში დარჩენილი სხვა ორგანიზაციები ცდილობენ, რომლებიც ძირითადად, ოქროს სალომბარდე და ავტოსხების მიმართულებით მუშაობდნენ. ახლა კი, პორტფელის დივერსიფიკაცია და ბიზნეს სესხების მიმართულებით გააქტიურება დაიწყეს. დღეისთვის, ბაზარი 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა წარმოდგენილი. ამ დროისთვის გამოქვეყნებული 9 თვის მონაცემებით, სექტორის წმინდა მოგებამ 109.4 მლნ ლარი, გაცემული სესხების მოცულობამ კი 1.771 მლრდ ლარი შეადგინა. ორი ორგანიზაციის მიკრობანკად გარდაქმნის ეფექტის გამოკლებით, წლის დასაწყისიდან სექტორი დაახლოებით 30%-იაა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები