მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2025 წელს როგორც საცალო, ასევე საბითუმო გაყიდვები 15%-ით გაიზარდა" - "მოდუსის" მარკეტინგის ხელმძღვანელი

თამთა დარჩიძე

"მოდუსისთვის" 2025 წელი წარმატებული იყო. როგორც სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტის მარკეტინგის ხელმძღვანელი თამთა დარჩიძე ამბობს, გასულ წელს გაყიდვები 15%-ით გაიზარდა.

მან კომპანიის შედეგებზე და გეგმებზე "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიას ორი ახალი შოურუმი შეემატება.

"2025 წელი ჩვენთვის იყო საუკეთესო. 2024 წელთან შედარებით როგორც საცალო, ასევე საბითუმო გაყიდვები 15%-ით გაიზარდა, რაც ვფიქრობ, რომ დიდი წარმატება არის „მოდუსისთვის“.

ასევე, პირველად გავაჟღერებ თქვენთან, რომ დაგვემატება ორი ახალი ფილიალი. ერთი ფილიალი უკვე, რომელიც ბათუმში არის წარმოდგენილი, აპრილში დასრულდება მისი მშენებლობა და იქნება ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის, ხოლო მეორე ფილიალს რაც შეეხება, თბილისში საძირკველი უკვე ჩაეყარა, აღმაშენებლის ტერიტორიაზე იქნება და იქნება კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი. ბევრ ახალ პროდუქციას შემოგთავაზებთ, იქნება ბევრი სიახლე, ინოვაციური პროდუქცია",- ამბობს თამთა დარჩიძე.

კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რაც კომპანიის 25-წლიან წარმატებულ საქმიანობას განაპირობებს.

"კომპანიას შეუსრულდა 25 წელი. 2000-იან წლებში დაიწყო „მოდუსმა“, თავისი პირველი ფილიალი გახსნა ბათუმში, ერთი ფილიალით დაიწყო ოპერირება და დღესდღეობით უკვე ხუთი შოურუმი აქვს წარმოდგენილი თბილისსა და ბათუმში. თბილისშიც აქტიურად ვდომინირებთ, ასე ვფიქრობ, თუმცა ბათუმში ვიტყვი, რომ უკონკურენტო ვართ ჯერჯერობით.

„მოდუსს“ აქვს 60 000 დასახელების პროდუქცია და აქედან უმეტესობა არის იმპორტირებული, ხოლო რაც არ არის იმპორტირებული, არის ჩვენს მიერ, DAR CAPITAL-ის მიერ დამზადებული საქართველოში. 2005-6 წლიდან დაიწყო DAR CAPITAL-მა წარმოება და სამშენებლო მასალებს ვაწარმოებთ ჩვენ.

წამყვან ბრენდებს წარმოვადგენთ: „ვიკო“, „პანასონიკი“, „ელექტროლუქსი“, „ბეტეკი“ და ა.შ. თუმცა აქვე იმასაც ვიტყვი, რომ რადგან იმპორტირებულია ფასი არის უკონკურენტო ბაზარზე და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდ უპირატესობას გვაძლევს.

Dar Holding Group-ში გაერთიანებული არის ხუთი კომპანია, ესენია: „მოდუსი“, „დარ კაპიტალი“, „დარ ბილდინგი“, „გრანდ მოლი“. „გრანდ მოლი“ არის დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი და ინოვაციური მოლი, რომელიც 2023 წელს გაიხსნა და უკვე ბათუმელების საყვარელ ადგილად იქცა და სხვათა შორის, ტურისტების საყვარელი ადგილიც გახდა, ძალიან ბევრი ტურისტები მოვიზიდეთ და წარმოდგენილი არის ისეთი ბრენდები, რომელიც მანამდე დასავლეთ საქართველოში არ იყო, „ზარა“ მაგალითად. მულტიფუნქციური სივრცე არის, რომელიც გართობას აერთიანებს, გვაქვს „კავეა“, „ოკტოპუსი“, სავარჯიშო სივრცე, ძალიან ბევრი ბრენდი, ფუდკორტი და მოკლედ, ერთ-ერთი გასართობი ადგილია, დღესდღეობით ბათუმელებისთვის.

ვფიქრობ, აბსოლუტურად „მოდუსის“ შიდა პოლიტიკის და მისი ღირებულებების დამსახურებით ხდება ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ „მოდუსისთვის“ მხოლოდ მოგება არ არის მნიშვნელოვანი. მისთვის მნიშვნელოვანია თავისი მომხმარებელი, თავისი თანამშრომლები, მათი ერთგულია ეს კომპანია და ვფიქრობ, რომ როცა თვითონ თანამშრომელი არის კმაყოფილი, ქმნის ისეთ გარემოს, სადაც მომხმარებელს უჩნდება შენი ერთგულების სურვილი. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, ვფიქრობ და ამას „მოდუსი“ ახერხებს და ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრი წელი ასე მყარად იდგება და მოახერხებს ამ ყოველივეს",- ამბობს თამთა დარჩიძე.

ცნობისთვის, სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მოდუსი" 25 წელზე მეტია ბაზარზეა წარმოდგენილი და მომხმარებლებს 60 000 დასახელების პროდუქციას სთავაზობს, რომელთა ნაწილი იმპორტირებულია, ნაწილს კი კომპანია თავად აწარმოებს. ამჟამად კომპანია თბილისსა და ბათუმში 5 ფილიალით არის წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები