მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წელს რუსეთში მეორადი მანქანების იმპორტში საქართველოს წილი 7.4%-მდე გაიზარდა - „ავტოსტატი“

ავტომობილები

რუსეთში, ბოლო 4 წელიწადში საქართველოდან 58 ათასი მეორადი ავტომობილი შევიდა - ამის შესახებ რუსული მედია სააგენტო „ავტოსტატის“ დირექტორის სერგეი ცელიკოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

მისი თქმით, მეორადი ავტომობილების იმპორტში საქართველო სხვა წამყვან ქვეყნებთან ერთად, კიდევ ერთი მიმართულებაა, რომლის წილიც რუსეთში მეორადი ავტომობილების იმპორტში 2025 წელს 7.4%-მდე გაიზარდა. „ავტოსტატის“ დირექტორი ქვეყანაში 2025 წელს იმპორტირებული მეორადი ავტომობილების საერთო რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ აზუსტებს.

მისი ინფორმაციით, 2022 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 იანვრამდე რუსეთში სულ 1 მილიონ 560 მილიონი მეორადი მსუბუქი ავტომობილი იქნა შეყვანილი. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წლიდან მიმდინარე წლის იანვრამდე რუსეთში მეორადი ავტომობილების იმპორტში საქართველოს წილი 3.7%-ია.

მისივე მონაცემებით, რუსეთში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იმპორტირებული მეორადი მსუბუქი ავტომობილების საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი იაპონიაზე მოდის.

„ამ რაოდენობის ნახევარზე მეტი იაპონიიდან შემოვიდა (841 ათასი ერთეული). მეორე ადგილზე ჯერჯერობით სამხრეთ კორეაა (207 ათასი), ხოლო მესამე პოზიციას ბელარუსი იკავებს (143 ათასი)“, — აღნიშნა ცელიკოვმა და აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მეორადი ავტომობილების ბაზარზე პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარა ჩინეთმა. ოთხი წლის განმავლობაში ამ მიმართულებიდან რუსეთში 115 ათასი ავტომობილია იმპორტირებული (მე-4 ადგილი), თუმცა 2025 წლის ბოლოსთვის ჩინეთმა მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. „არ გამოვრიცხავ, რომ პერსპექტივაში მან იაპონიასაც კი დაეწიოს“, — ამბობს „ავტოსტატის“ დირექტორი.

იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ასევე შევიდა სომხეთი (74 ათასი ერთეული).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები