2025 წელს საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 1 მილიონ 718 ათასი მგზავრი, რაც 17.3%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.
საქართველოს რკინიგზის 2025 წლის მონაცემების მიხედვით, რომელიც დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა, ამ პერიოდში მგზავრთგადაყვანის მოცულობამ 393.3 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 17.7%-ით ნაკლებია 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 1 მილიონ 690 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.4%-ს შეადგენს და 17.5%-ით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 27.7 ათასი მგზავრი, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 2.4%-ით ნაკლებია. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 67.9% სომხეთიდან შემოვიდა, ხოლო სომხეთის მიმართულებით 32.1% გავიდა.
საქსტატის პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 2025 წელს სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა.




























