მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წელს საქართველოში შვილის აყვანის მსურველები გასაშვილებელ ბავშვებზე თითქმის 27-ჯერ მეტი იყო

გაშვილება

გასული წლის მონაცემებით, მშვილებელ პირთა რაოდენობა გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობაზე დაახლოებით 27-ჯერ მეტი იყო.

2025 წლის მონაცემებით, შვილის აყვანის სურვილი 1 575 პირს ჰქონდა, გასაშვილებელთა ბაზაში კი მხოლოდ 59 ბავშვი იყო.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მონაცემებით, იკლო გაშვილებული ბავშვების რაოდენობამ. 2025 წელს საქართველოში 32 ბავშვი გაშვილდა, მაშინ, როდესაც 2023 წელს სულ 58 ბავშვი გაშვილდა, ხოლო 2024 წელს - 43.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები