2025 წელს საქართველომ 128.5 მილიონი აშშ დოლარის 515 719 ტონა ხორბალი იყიდა. 2024 წელთან შედარებით თანხაში ზრდა 68.7%, ხოლო მოცულობაში 58%-ია. საქსტატის მონაცემებით, მთავარი იმპორტიორი კვლავ რუსეთია, თუმცა მონაცემების მიხედვით, 70-ჯერ გაიზარდა იმპორტი ყაზახეთიდან.
საქმე ის არის, რომ ყაზახეთში გასულ 2024 წელს ხორბლის რეკორდული მოსავალი მოვიდა. მარცვლეულის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის კი ქვეყნის მთავრობამ მარცვლეულის ექსპორტის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 2025 წლის თებერვლიდან ამოქმედდა და ძალაში სექტემბრამდე იყო.
2025 წლის 12 თვის იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთია:
- რუსეთი - 102.2 მლნ აშშ დოლარის 405 018 ტონა;
- ყაზახეთი - 26 მლნ აშშ დოლარის 110 447 ტონა;
- ავსტრია - 118 ათასი აშშ დოლარის 91 ტონა;
- რუმინეთი - 57 ათასი აშშ დოლარის 66 ტონა;
- გერმანია - 26.2 ათასი აშშ დოლარის 29.4 ტონა.
რაც შეეხება ფქვილს, 2025 წელს მონაცემები შემცირებულია. 12 თვეში საქართველომ 10.4 მლნ აშშ დოლარის 28 049 ტონა ხორბლის ფქვილი იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 18.5 მლნ აშშ დოლარის 70 866 ტონა.



























