მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლიდან ბუნებრივი წიაღისეულის მოძიების და ლიცენზიის მოპოვების სამუშაოები აუთსორს კომპანიის დახმარებით არის შესაძლებელი

წიაღისეული
21.03.25 13:43
13

საქართველოში საკმაოდ მრავალფეროვანი ბუნებრივი წიაღისეულია, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში, გარემოს დაცვით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მრავალხრივ სასარგებლო ბიზნესპროექტის გაკეთებაა შესაძლებელი.

BMG-ს კომპანია bt.ge-ში განუცხადეს, რომ ბუნებრვი წიაღისეულის მოძიების და ლიცენზიის მოპოვებით დაინტერესებულ პირებს, მიმდინარე წლის იანვრიდან, შეუძლიათ დაავალონ საქართველოში ბიზნესვაჭრობის და ბიზნესში ინვესტირების საკითხებზე მომუშავე ბიზნესჯგუფს, bt.ge-ს, რომელსაც მსგავსი საქმიანობის 8 წლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს.

"დამკვეთი 100%-ით დაზღვეულია, რადგან კორპორაციული მომსახურების ფარგლებში, bt.ge სარგებელს, იგივე სერვისის ღირებულებას, მიიღებს მხოლოდ დამკვეთის ინტერესის შესაბამისად ბიზნესპროექტის დამუშავების და დამკვეთისთვის გადაცემის შემდეგ." ამბობენ კომპანიაში.

რაც შეეხება თუ რას გულისხმობს კორპორაციული მომსახურება, bt.ge-ში ამბობენ, რომ კორპორაციული მომსახურების ფარგლებში, დამკვეთს ერთდროულად რამდენიმე სერვისის მიღება შეუძლია.

"დამკვეთს აქვს შესაძლებლობა, მისი სურვილის შესაბამისად, ბუნებრივი წიაღისეულის ადგილმდებარეობა თავად შეარჩიოს, ასევე ჩატარდეს ბუნებრივი წიაღისეულის მარაგების და მოპოვებასთან დაკავშირებული გარემოს/რისკების კვლევა, მათ შორის სერვისი მოიცავს პროექტის სამოქმედო არეალში მცხოვრებ მოსახლეობასთან მოლაპარაკებას და ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ლიცენზიის მოპოვებას." აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები