მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის აპრილში jobs.ge-ზე 6 577 ვაკანსია გამოქვეყნდა - დასაქმების თრექერი

Jobs.GE

"2025 წლის აპრილში jobs.ge-ზე 6 577 ვაკანსია გამოქვეყნდა" - ამის შესახებ PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერი ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, ეს რაოდენობა 2025 წლის მარტში გამოქვეყნებულ ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით, 6.7%-ით მეტია, თუმცა 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.6%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება 2025 წლის თებერვლიდან 2025 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდს, სულ 18,331 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18.0%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

ყველაზე დიდი, 21.8%- იანი კლება დაფიქსირდა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში, რომელსაც ვაკანსიების საერთო რაოდენობის კლებაზე ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა აღნიშნულ პერიოდში.

დასაქმების თრექერის მიხედვით, Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით შემდეგია:

2025 წლის თებერვლიდან 2025 წლის აპრილის ჩათვლით, 3,754 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.0%-ით ნაკლებია.

2025 წლის თებერვლიდან 2025 წლის აპრილის ჩათვლით, 709 ვაკანსია გამოქვეყნდა ინფორმაციციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.5%-ით ნაკლებია.

2025 წლის თებერვლიდან 2025 წლის აპრილის ჩათვლით, 4,449 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.3%-ით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები