მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წლის ბიუჯეტის პროექტი - უცხოური გრანტების მოცულობა მცირდება, ეკ.ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაიზარდა;

საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია და ევროკავშირის მხრიდან დაფინანსების შეჩერება მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტშიც აისახა. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტით, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, უცხოეთის მთავრობებიდან და უცხოური ორგანიზაციებიდან მისაღები გრანტების მთლიანი მოცულობა 91 მილიონი ლარით მცირდება და 59.9 მილიონი ლარით განისაზღვრება. ამასთან, ბიუჯეტის გრანტების გეგმა შემცირებულია ბიუჯეტის მეორე წარდგენის პროექტთან შედარებითაც და ამ მხრივ კლება 366 ათასი ლარია. საბოლოო პროექტის მიხედვით, 159 მილიონი ლარით მცირდება უცხოური კრედიტების მოცულობაც. ამასთან, 6 %-მდეა გაზრდილი მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. როგორია მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის ძირითადი პარამეტრები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები