მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის I კვარტალში პოლონეთიდან საქართველოში მოგზაურების რიცხვი 13.4%-ით შემცირდა

პოლონეთი

2025 წლის I კვარტალში საქართველოს 10 165 პოლონელი ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდის მონაცემზე 13.4%-ით ნაკლებია.

თავის მხრივ, პოლონეთიდან ვიზიტორთა ნაკადი შემცირებული იყო 2024 წელსაც. შარშან საქართველოში 66 504 პოლონეთის მოქალაქე შემოვიდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 27.1%-ით ნაკლებია.

პოლონეთი გასული და მიმდინარე მონაცემითაც, ტურისტების რაოდენობით საქართველოში მე-14 ადგილზეა. ევროკავშირის ქვეყნებიდან TOP ქვეყნების ჩამონათვალიდან მხოლოდ გერმანიაა, რომელიც ერთი პოზიციით უსწრებს პოლონეთს.

პოლონეთის საელჩომ მოქალაქეების საქართველოში შესვლაზე უარის თქმის რისკების შესახებ დღეს გავრცელებული განცხადებით გააფრთხილა.

გავრცელებულ განცხადებაში დასახელებულია არშეშვების შესაძლო მიზეზები, მათ შორის დემონსტრაციებში მონაწილეობა, ასევე სოციალურ ქსელში აქტივობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები