საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა. დადგენილება უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე.
დადგენილებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 24 დეკემბერს მოაწერა.
დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.
დადგენილების მიხედვით, დოკუმენტი არ ვრცელდება ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში მყოფ სუბიექტებზე. ანუ, ფინანსური დაწესებულებები ამ დღეებში ჩვეულებრივად იმუშავებენ.
ასევე, დადგენილება არ გავრცელდება სახელმწიფო შესყიდვებზე.
შეგახსენებთ, გარდა საგამონაკლისო წესისა, ოფიციალური უქმე დღეების ოდენობითაც, საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.




























