მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზის მგზავრთნაკადი შემცირდა

საქართველოს რკინიგზა მატარებელი

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზით სულ 349 ათასმა მგზავრმა ისარგებლა. ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით ნაკლებია. მგზავრთნაკადის შემცირების შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

მგზავრების კლებასთან ერთად შემცირებულია რკინიგზის ტვირთნაკადიც და მან 2025 წლის პირველ კვარტალში 3 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით ნაკლებია.

2024 წლიდან საქართველოს რკინიგზა მგზავრთა გადაყვანისთვის სახელმწიფოსგან სპეციალურ დაფინანსებას იღებს, გასულ წელს ამ თანხამ 8.7 მილიონი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები