მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის პირველ ნახევარში ეროვნულმა ბანკმა Bmatch-ით $880 მილიონის სავალუტო რეზერვი შეიძინა

ეროვნული ბანკი

2025 წლის პირველ ნახევარში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების შესავსებად Bmatch პლატფორმით 880 მილიონი დოლარი შეიძინა. ამავე პერიოდში სებ-ის რეზერვები 240 მილიონი დოლარით გაიზარდა. რომ არა აღნიშნული შესყიდვები, საგარეო ვალის მომსახურების გამო სებ-ის რეზერვების მოცულობა პირიქით შემცირდებოდა.

2025 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს სავალუტო რეზერვები 4.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2024 წლის დეკემბერში რეზერვების ზომა კი 4.45 მილიარდი დოლარი იყო.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივნისში განხორციელებული შესყიდვების მოცულობა 266 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამავე თვეში რეზერვები 107 მილიონი დოლარით გაიზარდა. ყველაზე დიდი - 266.4 მილიონიანი შესყიდვა სებ-მა აპრილში განახორციელა.

2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

  • იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა
  • მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი
  • აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი
  • მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი
  • ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი.

"საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის", - აღნიშნულია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები