Times Higher Education-მა (THE) მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2025 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის მიხედვით, პირველ ათეულში ამერიკული და ბრიტანული უმაღლესი სასწავლებლები ლიდერობენ. მათ შორის შვიდი - ამერიკიდან, ხოლო 3 - ბრიტანეთიდან. პირველ ადგილზე ოქსფორდის უნივერსიტეტია.
THE-მ გლობალური რეიტინგი 115 ქვეყანაში მდებარე 2000 უნივერსიტეტის მონაცემების შეჯამების შედეგად შეადგინა. რეიტინგი 18 ინდიკატორის საფუძველზე დგება, რომლებიც ხუთ კატეგორიაში ერთიანდება: სწავლება, კვლევისთვის საჭირო გარემო, კვლევის ხარისხი, ინდუსტრია და საერთაშორისო ხედვა.
წლევანდელი რეიტინგი აჩვენებს, რომ ევროპული უნივერსიტეტების პოზიციები რეიტინგში უარესდება, ხოლო აზიურები გლობალურ პოზიციებს იმყარებენ.
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ათეული:
- ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
- მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (აშშ)
- ჰარვარდის უნივერსიტეტი (აშშ)
- პრინსტონის უნივერსიტეტი (აშშ)
- კემბრიჯის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
- სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ)
- კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (აშშ)
- კალიფორნიის უნივერსიტეტი (აშშ)
- საიმპერატორო კოლეჯი ლონდონში (დიდი ბრიტანეთი)
- იელის უნივერსიტეტი (აშშ)
რაც შეეხება ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებს, მათი ათეული ასე გამოიყურება:
- ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
- კემბრიჯის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
- საიმპერატორო კოლეჯი ლონდონში (დიდი ბრიტანეთი)
- ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტი (შვეიცარია)
- ლონდონის გლობალური უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
- მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (გერმანია)
- ედინბურგის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
- ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლა(შვეიცარია)
- ლონდონის სამეფო კოლეჯი (დიდი ბრიტანეთი)
- მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი (გერმანია)
რაც შეეხება საქართველოს, რეიტინგში ორი ქართული სასწავლებელია: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომლებიც 2000 უნივერსიტეტიდან 1500+ ადგილებზეა.