მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის ყველაზე ძვირად ღირებული NBA-ის კლუბები

ყველაზე ძვირიანი კლუბები NBA-ში

NBA-ის 30-ვე ფრენჩაიზი დღეს უკვე უზარმაზარ ფინანსურ სიმაღლეზე იმყოფება თითოეული მათგანი საშუალოდ $5.4 მილიარდი ღირს, რაც მნიშვნელოვნად არის განპირობებული „ლეიკერსისა“ და „სელტიკსის“ რეკორდული გაყიდვებით. თუმცა, ამ წარმატებულ გუნდებს შორისაც კი, განსაკუთრებულად გამოირჩევა $11 მილიარდად შეფასებული „გოლდენ სტეიტ უორიორსი“.

მილიარდერ მარკ უოლტერსის მიერ ივნისში გაფორმებული შეთანხმება, რომელიც „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ საკონტროლო პაკეტის $10 მილიარდად შეძენას ითვალისწინებს და NBA-ს საბოლოო დამტკიცებას ელოდება, გახდება ისტორიაში ყველაზე მაღალი ღირებულების საკონტროლო პაკეტის შესყიდვა სპორტულ გუნდში. თუმცა, მიუხედავად ასეთი დიდი ყურადღებისა, „ლეიკერსი“ არ არის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი ლიგაში.

უკვე მეოთხე წელია Forbes-ის შეფასებით პირველ ადგილს იკავებს „გოლდენ სტეიტ უორიორსი“, რომლის სავარაუდო ფასი 11 მილიარდ დოლარს აღწევს. კლუბი გასულ სეზონში $880 მილიონამდე შემოსავლით ბევრად უსწრებს სხვა NBA გუნდებს განსაკუთრებით სპონსორობიდან და პრემიუმ-ტრიბუნებიდან მიღებული შემოსავლებით. ფაქტობრივად, „უორიორსის“ შემოსავალი ორჯერ აღემატება ლიგის საშუალო მაჩვენებელს $417 მილიონს და ჩრდილოეთ ამერიკის სპორტულ ლიგებში მას მხოლოდ NFL-ის „დალას ქოუბოისი“ უსწრებს, რომლებმაც 2024 წელს $1.2 მილიარდზე მეტი გამოიმუშავეს.

მიუხედავად ასეთი ფინანსური უპირატესობისა, NBA-ს შიდა წრეებში ყველა არ ეთანხმება იმას, რომ „უორიორსი“ უფრო ძვირად უნდა იყოს შეფასებული, ვიდრე „ლეიკერსი“ და „ნიუ იორკ ნიქსი“, რომლებიც Forbes-ის 2025 წლის სიაში მესამე ადგილზე არიან $9.75 მილიარდად შეფასებულნი. ზოგი ბანკირი საერთოდაც მიიჩნევს, რომ „ლეიკერსის“ რეალური ფასი შესაძლოა $8–9 მილიარდის ფარგლებში იყოს, ვინაიდან ღირებულება დიდწილად ეფუძნება არა შემოსავლებს, არამედ კლუბის ისტორიას, გლობალურ პოპულარობასა და ლოს ანჯელესის ბაზრის მიმზიდველობას.

Forbes-ის შეფასებით, ლიგის საერთო შემოსავალი გასულ სეზონში წლიურად 10%-ით გაიზარდა და დაახლოებით $12.5 მილიარდი შეადგინა. 2025-26 წლების სეზონიდან კი დაიწყო NBA-ს ახალი, 11-წლიანი და $76 მილიარდიანი სატელევიზიო კონტრაქტის ამოქმედება Disney-სთან, NBCUniversal-თან და Amazon Prime Video-სთან, რაც წელიწადში დამატებით დაახლოებით $4 მილიარდს მოუტანს ლიგას.

ამის ფონზე NBA გუნდების საშუალო ღირებულება გაიზარდა 21%-ით და $5.4 მილიარდს მიაღწია, რაც ორჯერ მეტია ოთხი წლის წინანდელ $2.5 მილიარდთან შედარებით. ყველაზე დაბალფასიანი გუნდი, „მემფის გრიზლისი“, ახლა უკვე $3.5 მილიარდადაა შეფასებული.

ეს ცხადყოფს ინვესტორების მზარდ სურვილს NBA-ში შესვლასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ახლო მომავალში აღარ ჩანს ისეთი გადამწყვეტი ფინანსური მოვლენა, როგორიც ახალი სატელევიზიო კონტრაქტი იყო, ლიგის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ მოთხოვნა გუნდების შესყიდვაზე იმდენად მაღალია, რომ ფასებიც კვლავ დარჩება მაღალი.

შემოსავლების ზრდასთან დაკავშირებით ოპტიმიზმის საფუძველიც არსებობს:
✔ ბოლო ხუთ სეზონში სპონსორების რაოდენობა 91%-ით გაიზარდა
✔ ახალი კატეგორიებისა და საერთაშორისო ბრენდების დაინტერესება იმატებს
✔ ახალი და განახლებული არენების მშენებლობა ზრდის მოგებიანობას

მაგალითად, „ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ 2024 წელს ახალ Intuit Dome-ში გადასვლით შემოსავალი 61%-ით გაზარდა და გუნდის ღირებულება 36%-ით გაეზარდა — 7.5 მილიარდ დოლარამდე.

NBA-ს კიდევ ერთი დიდი პერსპექტივაა საერთაშორისო ბაზრები. ლიგა უკვე განიხილავს ევროპული ლიგის შექმნას 2027 წლიდან, რაც ახალი მფლობელებისგან დიდი საბაზრო შესყიდვის გადასახადებით დამატებით მოგებას შეიტანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები