2025 წელს მსოფლიოს 154 ვალუტიდან აშშ დოლართან მიმართებით ვალუტების ნახევარზე მეტი - 87 ვალუტა გამყარდა, 27 ქვეყნის ვალუტა უცვლელი დარჩა, რადგანაც ისინი დოლარზე არის მიბმული, ხოლო 40 ქვეყნის ვალუტა კი გაუფასურდა.
ამასთან, დოლართან მიმართებით გამყარდა ევრო (რომელიც 20 ქვეყნის ვალუტაა), ევრო 2025 წლის განმავლობაში აშშ დოლართან მიმართებით 13.4%-ით გაიზარდა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ წელს დოლართან მიმართებით უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ვალუტები გამყარდნენ - ჩინური იუანი 4.3%-ით, იაპონური იენი 0.4%-ით, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 7.4%-ით, კანადური დოლარი 5%-ით, მექსიკური პესო 15.9%-ით, რუსული რუბლი კი 43.2%-ით.
რაც შეეხება ეროვნულ ვალუტა ლარს - 2025 წლის 1 იანვარს ერთი დოლარი 2.8120 ლარი ღირდა, დღეს კი მისი ღირებულება 2.6963 ლარს შეადგენს, რაც წლის განმავლობაში 4.4%-იანი გამყარებაა.
2025 წელს ყველაზე მეტად 43.2%-ით რუსული რუბლი გამყარდა, ასევე 21%-ით გამყარდა უნგრული ფორინტი, 20%-ით შვედური კრონა, 15%-ით კი პოლონური ზლოტი. რაც შეეხება ყველაზე გაუფასურებულ ვალუტებს არგენტინული პესო 29%-ით გაუფასურდა, ვენესუელას ბოლივარი კი 82%-ით გაუფასურდა.
საქართველოს მეზობელი ქვეყნების ეროვნული ვალუტების შედეგები 2025 წელს:
- თურქული ლირა - გაუფასურდა დოლართან 17.7%-ით;
- სომხური დრამი - გამყარდა დოლართან 3.7%-ით;
- აზერბაიჯანული მანათი - უცვლელი დარჩა დოლართან;
- რუსული რუბლი - გამყარდა დოლართან 43.2%-ით;
- უკრაინული გრივნა - გაუფასურდა დოლართან 1.1%-ით.
მსოფლიოს ქვეყნების ვალუტების გამყარება/გაუფასურება აშშ დოლართან 2025 წელს:
| # | ვალუტა | გამყარება/გაუფასურება აშშ დოლართან მიმართებით |
| 1 | რუსული რუბლი | 43.2% |
| 2 | განის ცედი | 40.1% |
| 3 | ზამბიური კვაჩა | 25.6% |
| 4 | კონგოს ფრანკი | 25.1% |
| 5 | უნგრული ფორინტი | 21.4% |
| 6 | შვედური კრონა | 20.0% |
| 7 | ჩეხური კრონა | 18.3% |
| 8 | ტაჯიკური სომონი | 18.0% |
| 9 | სირიული ფუნტი | 17.6% |
| 10 | პარაგვაის გუარანი | 17.1% |
| 11 | კოლუმბიური პესო | 16.9% |
| 12 | მექსიკური პესო | 15.9% |
| 13 | პოლონური ზლოტი | 15.0% |
| 14 | ისრაელის შეკელი | 14.3% |
| 15 | შვეიცარიული ფრანკი | 14.3% |
| 16 | სამხრეთ აფრიკის რენდი | 14.1% |
| 17 | ნამიბიური დოლარი | 14.1% |
| 18 | ლესოთოს ლოტი | 14.1% |
| 19 | სვაზილენდის ლილანგენი | 14.1% |
| 20 | ალბანური ლეკი | 13.8% |
| 21 | ბულგარული ლევი | 13.4% |
| 22 | ბოსნია-ჰერცეგოვინის კონვერტირებადი მარკა | 13.4% |
| 23 | CFA ფრანკი | 13.4% |
| 24 | ცენტრალური აფრიკის CFA ფრანკი | 13.4% |
| 25 | კომორის ფრანკი | 13.4% |
| 26 | ევრო | 13.4% |
| 27 | CFP ფრანკი | 13.4% |
| 28 | კაბო-ვერდეს ესკუდო | 13.4% |
| 29 | დანიური კრონა | 13.2% |
| 30 | სერბული დინარი | 13.1% |
| 31 | მაკედონიური დენარი | 12.8% |
| 32 | ნორვეგიული კრონა | 12.8% |
| 33 | ბრაზილიური რეალი | 12.4% |
| 34 | სან-ტომეს დობრა | 12.3% |
| 35 | ურუგვაული პესო | 11.9% |
| 36 | პერუს სოლი | 11.7% |
| 37 | ბელორუსული რუბლი | 11.4% |
| 38 | მაროკოს დირჰემი | 11.1% |
| 39 | ისლანდიური კრონა | 10.8% |
| 40 | რუმინული ლეი | 10.7% |
| 41 | ტუნისური დინარი | 10.5% |
| 42 | ჩილეს პესო | 10.4% |
| 43 | მალაიზიური რინგიტი | 10.2% |
| 44 | მოლდოვური ლეი | 9.6% |
| 45 | ტაილანდური ბატი | 9.0% |
| 46 | ავსტრალიური დოლარი | 7.8% |
| 47 | ტუვალუს დოლარი | 7.8% |
| 48 | ავღანური ავღანური | 7.6% |
| 49 | ბრიტანული ფუნტი | 7.4% |
| 50 | უზბეკეთის სომი | 7.0% |
| 51 | ნიგერიელი ნაირა | 6.8% |
| 52 | ეგვიპტური ფუნტი | 6.6% |
| 53 | სინგაპურის დოლარი | 6.2% |
| 54 | ბრუნეის დოლარი | 6.2% |
| 55 | კანადური დოლარი | 5.0% |
| 56 | საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპეციალური ნასესხებ უფლებები | 5.0% |
| 57 | იემენის რიალი | 4.9% |
| 58 | ალჟირის დინარი | 4.8% |
| 59 | ქართული ლარი | 4.4% |
| 60 | ტაივანის ახალი დოლარი | 4.3% |
| 61 | ჩინური იუანი | 4.3% |
| 62 | სომხური დრამი | 3.7% |
| 63 | ყაზახური ტენგე | 3.5% |
| 64 | სოლომონის კუნძულის დოლარი | 3.3% |
| 65 | ლიბერიული დოლარი | 2.9% |
| 66 | ახალი ზელანდიის დოლარი | 2.9% |
| 67 | მადაგასკარის არიარი | 2.7% |
| 68 | ფიჯის დოლარი | 2.5% |
| 69 | სეიშელის რუპია | 2.4% |
| 70 | სამხრეთ კორეის ვონი | 2.4% |
| 71 | კოსტა რიკის კოლონი | 2.3% |
| 72 | უგანდას შილინგი | 1.6% |
| 73 | მავრიკის რუპია | 1.2% |
| 74 | ლაოსის კიპი | 1.2% |
| 75 | ბოტსვანა პულა | 1.1% |
| 76 | გვატემალის კეცალი | 0.6% |
| 77 | კამბოჯური რიელი | 0.4% |
| 78 | სამოა ტალა | 0.4% |
| 79 | იაპონური იენი | 0.4% |
| 80 | თურქმენეთის მანათი | 0.3% |
| 81 | კენიური შილინგი | 0.2% |
| 82 | სუდანის ფუნტი | 0.2% |
| 83 | ვანუატუს ვატუ | 0.2% |
| 84 | ქუვეითის დინარი | 0.1% |
| 85 | ჯიბუტის ფრანკი | 0.1% |
| 86 | ომანის რიალი | 0.1% |
| 87 | კუბის პესო | 0.1% |
| 88 | მალავური კვაჩა | 0.0% |
| 89 | სომალის შილინგი | 0.0% |
| 90 | ირანული რიალი | 0.0% |
| 91 | ნიკარაგუა კორდობა | 0.0% |
| 92 | ტრინიდადის დოლარი | 0.0% |
| 93 | ანგოლას კვანზა | 0.0% |
| 94 | მოზამბიკური მეტიკალი | 0.0% |
| 95 | ჩრდილოეთ კორეელი მოიგო | 0.0% |
| 96 | აშშ დოლარი | 0.0% |
| 97 | საემირო დირჰემი | 0.0% |
| 98 | საუდის არაბეთის რიალი | 0.0% |
| 99 | კატარის რიალი | 0.0% |
| 100 | იორდანიის დინარი | 0.0% |
| 101 | ბაჰრეინის დინარი | 0.0% |
| 102 | ბარბადოსური ან ბაიან დოლარი | 0.0% |
| 103 | კუბის კონვერტირებადი პესო | 0.0% |
| 104 | ბერმუდის დოლარი | 0.0% |
| 105 | პანამური ბალბოა | 0.0% |
| 106 | სალვადორული კოლონი | 0.0% |
| 107 | ბაჰამური დოლარი | 0.0% |
| 108 | არუბანი ან ჰოლანდიური გილდერი | 0.0% |
| 109 | ერითრეის ნაკფა | 0.0% |
| 110 | სებორგან ლუიჯინო | 0.0% |
| 111 | აზერბაიჯანის მანათი | 0.0% |
| 112 | ერაყული დინარი | 0.0% |
| 113 | ბელიზის დოლარი | 0.0% |
| 114 | აღმოსავლეთ კარიბის დოლარი | 0.0% |
| 115 | ლიბანური ფუნტი | -0.1% |
| 116 | მავრიტანელი ოუგუია | -0.1% |
| 117 | ბურუნდის ფრანკი | -0.1% |
| 118 | ბირმული კიატი | -0.1% |
| 119 | ბოლივიური ბოლივიანო | -0.1% |
| 120 | მალდივის რუპია | -0.1% |
| 121 | ჰაიტის გურდი | -0.1% |
| 122 | მაკაო პატაკა | -0.2% |
| 123 | ჰონგ კონგის დოლარი | -0.2% |
| 124 | გაიანური დოლარი | -0.2% |
| 125 | სიერა ლეონეს ლეონე | -0.3% |
| 126 | კაიმანის დოლარი | -0.5% |
| 127 | ტონგას პაანგა | -0.6% |
| 128 | პაკისტანის რუპია | -0.6% |
| 129 | ყირგიზეთის სომ | -0.7% |
| 130 | უკრაინული გრივნა | -1.1% |
| 131 | გვინეის ფრანკი | -1.3% |
| 132 | ფილიპინების პესო | -1.4% |
| 133 | იამაიკის დოლარი | -1.8% |
| 134 | ზიმბაბვეს დოლარი | -2.0% |
| 135 | ტანზანიის შილინგი | -2.0% |
| 136 | გამბიის დალასი | -2.1% |
| 137 | ბანგლადეში თაკა | -2.3% |
| 138 | ინდონეზიური რუპია | -2.8% |
| 139 | დომინიკური პესო | -3.1% |
| 140 | ვიეტნამური დონგი | -3.4% |
| 141 | მონღოლური ტუგრიკი | -3.5% |
| 142 | ჰონდურასის ლემპირა | -3.7% |
| 143 | რუანდის ფრანკი | -4.5% |
| 144 | ინდური რუპია | -4.8% |
| 145 | ბუტანური ნგულტრუმი | -4.8% |
| 146 | ნეპალის რუპია | -4.8% |
| 147 | შრი-ლანკის რუპია | -5.4% |
| 148 | პაპუა-ახალი გვინეის კინა | -5.8% |
| 149 | სურინამის დოლარი | -6.8% |
| 150 | ლიბიური დინარი | -9.2% |
| 151 | ეთიოპიელი ბირ | -17.6% |
| 152 | თურქული ლირა | -17.7% |
| 153 | არგენტინული პესო | -29.0% |
| 154 | ვენესუელური ბოლივარი | -82.6% |




























