მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2025 წლამდე 450-500 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ვგეგმავთ"

5bee5e8982f3d
BM.GE
16.11.18 10:06
5759
2025 წლამდე 450-500 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ვგეგმავთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსახლეობის შემოსავლების ზრდაა.

„ჩვენმა ინიციატივებმა, შესაძლოა, ძალიან ახლო მომავალში გამოიღოს შედეგი. უნდა გავაორმაგოთ საშუალო შემოსავალი ქვეყანაში. დღეს უმუშევრობისა და სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ეს რესურსი უნდა გამოვიყენოთ და ჩავრთოთ ეკონომიკაში. ეს ჩვენთვის გამოწვევა და შესაძლებლობაა“, - ამბობს ქობულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები