მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2025 წლისთვის ტურისტების რაოდენობა უნდა გასამმაგდეს"

5ab7a5b519ee5
BM.GE
25.03.18 17:35
941
პრემიერი უახლოეს წლებში საქართველოში ტურისტების რაოდენობის 10 მილიონამდე გაზრდას ელოდება. მისი თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა ქვეყანაში გასამმაგდეს.

„კახეთში ტურიზმი გადადის თვისობრივად ახალ განზომილებაში. მოთხოვნა ასეთი ტიპის სასტუმრო კომპლექსებზე ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება, გასული წლის განმავლობაში 28%-ით გაიზარდა ტურისტების რიცხვი. ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ 2025 წლამდე გავასამმაგოთ ტურისტების რაოდენობა საქართველოში. მხედველობაში მყავს ტურისტები, რომლებიც ტურიზმის მიზნით ჩამოდიან და შეგვიძლია ასეთი რიცხვი 10 მილიონამდე გავზარდოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მართლაც და სრულიად სხვა ცხოვრების დონე მივიღოთ საქართველოში, მნიშვნელოვნად გაიზარდოს დასაქმების დონე და ქვეყნის ვიზუალური სახეც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს,"-აღნიშნა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები