მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წელს აზერბაიჯანის არასანავთობო ექსპორტი $4.2 მილიარდს გადააჭარბებს

აზერბაიჯანი

მიმდინარე წელს აზერბაიჯანის არასანავთობო სასაქონლო ექსპორტი $4.2 მილიარდს გადააჭარბებს, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 2.5-ჯერ მეტი იქნება.

AzerNews-ის ცნობით, 2026 წლის პირველ 10 თვეში ქვეყნის არასანავთობო ექსპორტი, სახელმწიფო ნავთობის ფონდის ოქროს ოპერაციების გარეშე, 20%-ზე მეტად გაიზარდა და $3.6 მილიარდს მიაღწია. ამ მოცულობის 61%, ანუ დაახლოებით $2.2 მილიარდი, სამრეწველო პროდუქციაზე მოვიდა. როგორც ირკვევა, საექსპორტო კალათამ ძირითადად ალუმინი, ფოლადი, ტექსტილი, ქიმიური ნაწარმი და გადასამუშავებელი აგროპროდუქტები გააერთიანა.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, არასანავთობო სამრეწველო ექსპორტის 23%-ზე მეტი ინდუსტრიულ ზონებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ წარმოების გაფართოების მიზნით, მთავრობა ბაქოსა და აფშერონის ნახევარკუნძულის მიღმა მომუშავე ბიზნესს სესხის საპროცენტო ხარჯების 50%-საც უფინანსებს.

ამას გარდა, სახელმწიფო ექსპორტიორებს ტრანსპორტირების ხარჯების 70%-მდე უფარავს, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს კი საბაჟო გაფორმების ხარჯებს ნაწილობრივ უნაზღაურებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები