2026 წლის 6 თვეში საქართველომ 658.9 ათასი აშშ დოლარის 129.2 ტონა პარაფინის არადეკორატიული სანთელი იყიდა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდის მონაცემებზე 10%-ით მეტია.
როგორც გასულ, ასევე მიმდინარე წელსაც, მთავარი იმპორტიორი ჩინეთია.
bm.ge სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ TOP-5 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც საქართველო სანთლებს ყიდულობს.
- ჩინეთი - 382.6 ათასი აშშ დოლარის 71 ტონა;
- აშშ - 60.4 ათასი აშშ დოლარის 27.3 ტონა;
- გერმანია - 45 ათასი აშშ დოლარის 10.3 ტონა;
- თურქეთი - 21.3 ათასი აშშ დოლარის 1.9 ტონა;
- საფრანგეთი - 20.9 ათასი აშშ დოლარის ტონა.

























