მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 280 მილიონით, ₾1.5 მილიარდამდე იზრდება

საავადმყოფო პალატა

2026 წელს მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის 280 მილიონი ლარით, 1.5 მილიარდ ლარამდე ზრდას გეგმავს - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი 2025 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ხდება ცნობილი.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წლების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთი ყველაზე რთულად სამართავი მიმართულება იყო, რადგანაც თითქმის ყოველწლიურად პროგრამის ფარგლებში კლინიკებზე მოთხოვნა წინასწარ განსაზღვრულს აღემატებოდა, რის გამოც მთავრობას პროგრამისთვის მილიონობით ლარის დამატება სჭირდებოდა.

გადახარჯვით მიმდინარეობს პროექტის შესრულება 2025 წელსაც, რადგანაც 11 თვეში ათვისებულია 1.23 მილიარდი ლარი, რაც ფაქტობრივად წლიური ბიუჯეტის ტოლია. შესაბამისად, დეკემბერში პროგრამის ფუნქციონირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს დამატებით დაახლოებით 100 მილიონი ლარის დახარჯვა მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები