ინტერიერის დიზაინერმა და კომპანია Wall Panels Georgia-ს თანადამფუძნებელმა დათო მინაძემ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კომპანია 2026 წელს ახალი მიმართულებების განვითარებას გეგმავს.
„თბილისში, ბაგებში, წყნეთის გზატკეცილის ნომერ შვიდში წარმოდგენილია ევროპული წარმოების ნატურალური ხის ანათალის - ე.წ. შპონის პანელები. ასევე, ერთ კვირაში გაიხსნება გამწვანების "შოურუმი", ხოლო გაზაფხულზე ვგეგმავთ დეკის, ექსტერიერის პარკეტის, ფასადების და ექსკლუზიური გარე ავეჯის დამატებას“, - აღნიშნა დათო მინაძემ.
მისი თქმით, „Wall Panels“ მომხმარებელს პრემიუმ კლასის, ეკოლოგიურად სუფთა მოსაპირკეთებელ მასალებს სთავაზობს, რომლებიც პრაქტიკულად ყველა ტიპის სივრცისთვის არის შესაფერისი.
„ჩვენი პანელები არის დრეკადი, წყალგამძლე და ცეცხლმედეგი, შესაბამისი სერტიფიკატებით. გარდა ტექნიკური მახასიათებლებისა, გვაქვს მეტალის, ხის, ტექსტილის, ტყავისა და ქვის კოლექციები, რაც დიზაინერებს საშუალებას აძლევს, რთული იდეები რეალობად აქციონ,“ – განაცხადა მან.
მინაძე გასული წლის შეფასებისას აცხადებს, რომ 2025 წელი კომპანიისთვის წარმატებული აღმოჩნდა, რასაც ბაზარზე გაზრდილი დაინტერესებაც ადასტურებს.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში შევასრულეთ პროექტები ოფისებში, სასტუმროებში, რესტორნებში, ბანკებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. ვმუშაობთ თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, რუსთავში და გუდაურში – პრაქტიკულად ყველგან, სადაც კედელი და ჭერი გვხვდება“, – აღნიშნა მან.




























