გვინდა, რომ ივნისიდან 15 საქმიანმა ეზომ სატესტო რეჟიმში სრულად დაიწყოს ფუნქციონირება - ამის შესახებ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა განაცხადა. როგორც ცნობილია, 2026 წლიდან ტყის სოციალური ჭრის პრაქტიკა სრულად იკრძალება, შეშის შეძენას კი მოსახლეობა წინასწარ მოწყობილ საქმიან ეზოებში შეძლებს. რამდენად მზად არის ქვეყანა ახალ პრაქტიკაზე გადასასვლელად, რა რაოდენობის საქმიანი ეზოა ამ დროისთვის უკვე მოწყობილი და რა რისკებს ხედავენ პროცესში გარემოს დამცველები?