მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე სარეკორდო ოდენობის საპრიზო თანხა გაიცემა

ავსტრალიის ღია პირველობა 2026

ავსტრალიის ღია პირველობამ 2026 წლისთვის საპრიზო ფონდის 16%-იანი ზრდა გამოაცხადა, იმ ფონზე, როცა ჩოგბურთელთა მხრიდან უფრო მაღალი ანაზღაურების მოთხოვნა სულ უფრო ძლიერდება.

ზრდის შედეგად, საერთო საპრიზო ფონდი დაახლოებით $75 მილიონს მიაღწევს და წლის პირველი გრანდ სლემი ამ მაჩვენებლით უკვე უსწრებს უიმბლდონს, რომელმაც მონაწილეებს 2025 წელს $72.6 მილიონი შესთავაზა. თუმცა Australian Open კვლავ ჩამორჩება აშშ-ის ღია პირველობას, რომელმაც იმავე წელს $85 მილიონის საპრიზო ფონდი დააფიქსირა გრანდ სლემების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი.

2026 წლის ჩემპიონები თითოეული $2.8 მილიონს მიიღებენ, რაც 19%-ით მეტია 2025 წელთან შედარებით, ხოლო პირველ წრეში დამარცხებული მოთამაშეები $100,761-ს გამოიმუშავებენ, რაც 14%-იანი ზრდაა. თუმცა ის რიცხვი, რომელსაც მოთამაშეები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, არის ის, თუ რა წილს იკავებს საპრიზო ფონდი ტურნირის საერთო შემოსავლებში.

ეს მაჩვენებელი გრანდ სლემებისთვის ტიპურია, თუმცა მოთამაშეთა ინტერესების დამცველი ჯგუფები ითხოვენ მის მნიშვნელოვნად გაზრდას. შეხვედრებზე, რომლებიც საფრანგეთის ღია პირველობისა და უიმბლდონის დროს გაიმართა, მოთამაშეთა წარმომადგენლებმა, მათ შორის არიან არინა საბალენკამ, კოკო გაუფმა, იგა შვიონტეკმა, კარლოს ალკარასმა და იანიკ სინერმა, განაცხადეს, რომ საპრიზო ფონდის წილი 2030 წლისთვის 22%-მდე უნდა გაიზარდოს. ეს დააახლოებდა ჩოგბურთს ერთობლივ ATP და WTA ტურნირებთან და ნაწილობრივ ისეთ ლიგებთან, როგორიცაა NFL, MLB და NBA, სადაც მოთამაშეები შემოსავლების თითქმის 50%-ს იღებენ.

Australian Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპი 12 იანვარს დაიწყება, ხოლო ძირითადი ბადე სტარტს 18 იანვარს აიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები