მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"2026 წლის ბიუჯეტს ძალიან ეტყობა, რომ არასაარჩევნო ბიუჯეტია" - როგორ?|ეკონომისტის ანალიზი

ბესო ნამჩავაძე

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარი ეკონომისტის ბესო ნამჩავაძის შეფასებით, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს „ძალიან ეტყობა, რომ არასაარჩევნო ბიუჯეტია“.

31-მილიარდიანი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით პრიორიტეტებზე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარმა ეკონომისტმა BMGTV-ის გადაცემა წერტილთან“ ინტერვიუში ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში სოციალური ხარჯების მკვეთრი ზრდა არ იკვეთება.

ბესო ნამჩავაძემ ერთ-ერთ მაგალითად ე.წ. სოცდაუცველების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა მოიყვანა, რომელიც მომავალი წლიდან აღარ გაგრძელდება.

ხელისუფლება ასეთ ცვლილებებს, როგორც წესი, არჩევნების წინ არ ახორციელებს“, - ამბობს ის.

რაც შეეხება პენსიებს, როგორც ცნობილია, მომავალი წლიდან, 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და 370 ლარი ხდება, ხოლო 70 და მეტი წლის პირთა პენსია 45 ლარით იზრდება და 495 ლარი იქნება;

გადაცემის წამყვანმა ბესო ნამჩავაძეს ჰკითხა - როდესაც პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 14,600 ლარიდან 16,000 ლარამდე იზრდება, მინისტრის ხელფასი 12,410 ლარიდან 13,600 ლარამდე, ხოლო პარლამენტის წევრის 11,680 ლარიდან 12,800 ლარამდე, რატომ ვერ გამოიძებნა ბიუჯეტში მეტი რესურსი პენსიონერებისთვის?“.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარი ეკონომისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2026 წლის ბიუჯეტში ხელისუფლების მიერ პენსიის ზრდისადმი მიდგომაც ადასტურებს მის არასაარჩევნო“ ხასიათს.

მიუხედავად იმისა, რომ პენსიის გაანგარიშება ფორმულითაა მიბმული ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე, გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ხელისუფლებამ წესი დაარღვია და პენსია ფორმულით გათვალისწინებულ 20 ლარზე მეტად (35 ლარით) გაზარდა, 2026 წელს პენსიონერებისთვის ზრდა მხოლოდ 20 ლარით არის განსაზღვრული... ახლა არ მოუნდათ, რადგან არჩევნები არ არის“, - აღნიშნა ეკონომისტმა და ასევე დასძინა, რომ თუ სოციალური ხარჯების ზრდა ადრე საარჩევნო პერიოდებს ემთხვეოდა, დღევანდელ ვითარებაში, შესაძლოა, ოცნებას“ ეს მეთოდი არც დასჭირდეს.

ბესო ნამჩავაძის თქმით, აღნიშნული რამდენიმე პოლიტიკურ ვარაუდს აჩენს - 1. ისინი აღარ აპირებენ იმ მეთოდებით შესვლას არჩევნებში, რაც აქამდე იყო, რომ სოციალური დაუცველის ხმა სჭირდებოდათ და 2. თუ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორი მაქსიმალურად შეიზღუდა ან/და აიკრძალა, ოცნების“ ხელისუფლებას აღარ დასჭირდება ფულის დარიგება ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით.

რატომ უნდა დაურიგონ ხალხს ფული, როცა პირდაპირ რიცხვის დაწერა შეუძლიათ?!“ - კითხვას სვამს ეკონომისტი.

ბესო ნამჩავაძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში არსებულ სხვა ტენდენციებზეც. მაგალითად, უსაფრთხოებაზე მომუშავე უწყებების დაფინანსება - პოლიციის, თავდაცვის, პროკურატურის და სუს-ის ხარჯები 500 მილიონი ლარით იზრდება, რაც, მისი თქმით, იმაზე მიანიშნებს, რომ ამ მიმართულებას პრიორიტეტად მიიჩნევენ.

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიმოხილვას და ძირითად მიგნებებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები