ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2026 წლის იანვარ-თებერვლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში 3.5 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა, რაც 3 თვის გეგმის 63%-ია.
კონკრეტული გადასახადების მიხედვით საბიუჯეტო შემოსავლები ასე ნაწილდება:
- საშემოსავლო გადასახადი - 1,430,145,200 ლარი, 3 თვის გეგმის 70.5%;
- დამატებული ღირებულების გადასახადი - 1,370,874,100 ლარი, 3 თვის გეგმის 67.9%;
- მოგების გადასახადი - 434,270,400 ლარი, 3 თვის გეგმის 46%;
- აქციზი - 300,760,400 ლარი, 3 თვის გეგმის 57.8%;
- იმპორტის გადასახადი - 21,332,300 ლარი, 3 თვის გეგმის 66.7%.
რაც შეეხება ბიუჯეტის სხვა საშემოსავლო კომპონენტებს, შიდა ვალით მობილიზებულია 34.5 მილიონი ლარი, ხოლო უცხოური ვალების სახით კი ბიუჯეტმა 1.4 მილიარდი ლარი მიიღო, საიდანაც 1.3 მილიარდი ($500 მლნ) ახალი ევროობლიგაციის განთავსებით მიღებული შემოსავალი იყო.




























