მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წლის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი გოლფერების სია Sportico-ს ვერსიით

ტოპ გოლფერები

მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო გოლფერმა სკოტი შეფლერმა ბოლო ერთ წელიწადში შვიდი ტურნირი მოიგო, Official World Golf Ranking-ის რეიტინგში ზედიზედ 150 კვირა პირველ ადგილზე იმყოფებოდა და ბოლო 12 თვეში დაახლოებით $81 მილიონი გამოიმუშავა. მიუხედავად ასეთი დომინანტური პერიოდისა, 29 წლის გოლფერი ფინანსური მაჩვენებლებით მაინც ორ მეტოქეს ჩამორჩება.

წელს შეფლერი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად გოლფერებს შორის მესამე ადგილზეა და წინ უსწრებენ ჯონ რამი და რორი მაკილროი. რამმა კვლავ დაიკავა პირველი ადგილი, მისი საერთო შემოსავალი დაახლოებით $102 მილიონს შეადგენს. ამ თანხის დიდი ნაწილი მოდის LIV Golf-თან კონტრაქტიდან, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, მას $300 მილიონი გარანტირებულად გადაუხადა.

მაკილროიმ მეორე ადგილი დაიკავა დაახლოებით $84 მილიონის შემოსავლით, საიდანაც $55 მილიონი მოედნის გარეთ გამოიმუშავა. მისი პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა 2025 წლის The Masters-ის მოგების შემდეგ, როცა კარიერული “გრანდ სლემიც“ შეასრულა. დღეს ის გოლფის სამყაროში ყველაზე წარმატებული სარეკლამო სახეა და ამ მხრივ გადაასწრო ტაიგერ ვუდსაც, რომელიც მეხუთე ადგილზეა $54.2 მილიონით, რომლის 99% რეკლამებიდან და ბიზნესიდან მოდის.

საერთო ჯამში, მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადმა გოლფერმა ბოლო 12 თვეში $558 მილიონი გამოიმუშავა, რაც 9%-ით ნაკლებია 2024 წლის $611 მილიონთან შედარებით. ეს ძირითადად დაკავშირებულია LIV Golf-ის მასშტაბური ხარჯვის შემცირებასთან. რამისა და ტაირელ ჰატონის შემდეგ ლიგამ დიდი ტრანსფერები აღარ განახორციელა. ტოპ-10-ში რაჰმთან ერთად მხოლოდ ბრაისონ დეშემბო (65 მილიონი, მე-4 ადგილი) და ხოაკინ ნიმანი (41 მილიონი, მე-7 ადგილი) მოხვდნენ ამ ლიგიდან.

ამავე დროს, PGA Tour-მა შეცვალა ბონუსების სისტემა და გააუქმა $50-მილიონიანი Player Impact Program, მის ნაცვლად შემოიღო Player Equity Program, ინიციატივა, რომელმაც უკვე $1 მილიარდზე მეტი ღირებულების წილები გადასცა მოთამაშეებს PGA Tour Enterprises-ში.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გოლფში პრიზების რაოდენობა მცირდება. 2026 წლისთვის LIV Golf-მა საპრიზო ფონდი $405 მილიონიდან $470 მილიონამდე გაზარდა. PGA Tour-ზე კი FedExCup-ის საერთო საპრიზო თანხა $441.5 მილიონია (1%-ით ნაკლები), თუმცა თითო ტურნირზე საშუალოდ 5%-ით გაიზარდა, რადგან ტურნირების რაოდენობა 35-დან 33-მდე შემცირდა. ოთხი “მეიჯორის“, დამატებითი ტურნირებისა და დაახლოებით $100-მილიონიანი ბონუსების გათვალისწინებით, 2026 წელს PGA Tour-ის მოთამაშეები თითქმის $700 მილიონზე იასპარეზებენ.

ასევე არსებობს TGL — დახურული გოლფის ლიგა, რომელიც დააარსეს ტაიგერ ვუდსმა, რორი მაკილროიმ და მაიკ მაკარლიმ ამ ლიგამ წელს $21 მილიონის საპრიზო ფონდი გაანაწილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები