მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლის NATO-ს სამიტს თურქეთი უმასპინძლებს

თურქეთი
BM. GE
20.08.25 19:17
238

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ 2026 წლის NATO-ს სამიტი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩატარდება.

ყოველწლიური ღონისძიება 7-8 ივლისს გაიმართება და მას ბეშტეპეს საპრეზიდენტო სასახლე უმასპინძლებს. პრესკონფერენციაზე საუბრისას რუტემ თურქეთის, როგორც NATO-ს წევრის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკვე 70 წელზე მეტია, ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანის წევრია.

აღსანიშნავია, რომ თურქეთი NATO-ს სამიტს წევრობის ისტორიაში მეორედ უმასპინძლებს. პირველად ეს 2004 წელს მოხდა, როცა NATO-ს ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს სტამბოლში შეხვდნენ. გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ 2026 წლის სამიტი NATO-ს უფრო გააძლიერებს და მის გავლენას საერთაშორისო უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვნად გაზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები