მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლის პირველ 7 თვეში მთავრობამ პრივატიზაციიდან 115 მლნ მიიღო

მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს მთავრობამ 2026 წლის პირველ 7 თვეში პრივატიზაციიდან 115 მილიონი ლარი მიიღო - ამის შესახებ ბიუჯეტის შესრულების იანვარ-ივლისის თვის ანგარიშიდან ხდება ცნობილი, რაც ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ გამოაქვეყნა. ეს თანხა 9 თვის გეგმის 81%-ია.

პრივატიზაციის მაჩვენებლები შემდეგი კომპონენტებიდან შედგება - მიწა 6 მილიონი ლარი (გეგმის 37.7%); ძირითადი აქტივები 82.4 მლნ ლარი (გეგმის 74.9%). პრივატიზაციის მაჩვენებლებში ასევე შედის 5G რადიოსიხშირული სპექტრის ლიცენზიის მოსაკრებლები, რომლებსაც მობილური ოპერატორები იხდიან - ეს თანხა 2026 წლის პირველ შვიდ თვეში 27.1 მილიონ ლარს შეადგენდა რაც გეგმის 159%-ს შეადგენს.

მიმდინარე წლის ყველაზე მსხვილი აუქციონი აგვისტოს დასაწყისში დასრულდა, რომლის შედეგადაც მთავრობამ თავისუფლების მოედანზე, NATO-სა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის ყოფილი ოფისი, გაიყიდა, აუქციონში საწყისი ფასი 14.1 მილიონი ლარი იყო, თუმცა ობიექტი საბოლოოდ 34.8 მილიონ ლარად გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები