მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 10 ათასი ქორწინება და 6 ათასი განქორწინება აღირიცხა | საქსტატი

ქორწინება

იანვარ-ივნისში საქართველოში 10 006 ქორწინება და 6 095 განქორწინება დარეგისტრირდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი დემოგრაფიული მონაცემებიდან ირკვევა.

ქორწინებების ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისში აღირიცხა, სადაც წლის პირველ ექვს თვეში 2 993 ქორწინება დარეგისტრირდა. შემდეგ მოდის იმერეთი 1 466 შემთხვევით, ქვემო ქართლი 1 302-ით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 1 144-ით.

რაც შეეხება განქორწინებებს, ყველაზე მეტი შემთხვევა ასევე თბილისში დაფიქსირდა და 2 130 შეადგინა. იმერეთში 968, ქვემო ქართლში 674, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი 554 განქორწინება აღირიცხა.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ასევე 17 509 ბავშვი დაიბადა და 22 224 ადამიანი გარდაიცვალა. შედეგად, ბუნებრივმა მატებამ უარყოფითი 4 715 შეადგინა.

2026 წლის დემოგრაფიული მაჩვენებლების დაზუსტებული მონაცემები საქსტატის ინფორმაციით, 2027 წლის მარტის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები